თორნიკე შენგელია კარიერას იტალიაში გააგრძელებს

თორნიკე შენგელია კარიერას ისევ “ვირტუს ბოლონიაში” გააგრძელებს, სადაც მან წინა სეზონის მეორე ნახევარი გაატარა და იტალიურ კლუბს ევროთასის მოგებასა და ევროლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. შენგელიამ ვირტუსთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2024 წლის 30 სექტემბრამდეა და შეიცავს პუნქტს, რითაც ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს.

გასულ სეზონში შენგელია ვირტუსის შემადგენლობაში სერია A-ში საშუალოდ 12.8 ქულას, 5.2 მოხსნას და 2.7 პასს აკეთებდა. გასული ზაფხულის უმეტესი ნაწილი მან საქართველოს ნაკრებში გაატარა, თუმცა მთავარ ამბავს ტრავმის გამო გამოაკლდა. თორნიკემ 24 აგვისტოს, ევრობასკეტამდე 1 კვირით ადრე ნიდერლანდებთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში მხრის ტრავმა მიიღო და მართალია, ოპერაციას გადაურჩა, მაგრამ თბილისში გამართულ ევრობასკეტის მატჩებში მონაწილეობა ვერ მიიღო.

შენგელია ახლა ბოლონიაში იმყოფება და ტრავმას იშუშებს. ბოლონია სეზონს იტალიის სუპერთასზე, ჩემპიონ ოლიმპია მილანოსთან შეხვედრით გახსნის, რომელიც 28 სექტემბერს გაიმართება, 2 ოქტომბერს სერია A-ს სასტარტო ტურში ბასკეტ ნაპოლის ეთამაშება, 7 ოქტომბერს კი უკვე ევროლიგაში მონაკოს უმასპინძლებს. შენგელია მოედანს სავარაუდოდ ნოემბერში დაუბრუნდება.

წყარო 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1716126771

სოციალური მედია

„დედაზე ნაკლები არც შვილია“ - შორენა ბეგაშვილის შვილი შავ-თეთრ კაბაში პოზირებს

მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე Instagram-ზე ფოტოებს აქვეყნებს, რომელშიც შეუდარებლად გამოიყურება, ევა შავ-თეთრ კაბაში პოზირებს. გამოქვეყნებულმა კადრებმა დიდი მოწონება და დადებითი შეფასებ...

ევა ბარბაქაძე

1716113931

ახალი ამბები

„პრეზიდენტის ვეტო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, კონსტიტუციის არცოდნის და უპატივცემულობის მორიგი დასტურია“ - დავით ჩიხელიძე

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს დადების საკითხს „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე გამოეხმაურა და თ...

დავით ჩიხელიძე

1716111377

მსოფლიო

ესპანეთში პატარა, ლგბტ იესოს შესახებ საბავშვო წიგნი გამოიცა

ესპანეთში ლგბტ იესოს შესახებ საბავშვო წიგნი გამოიცა - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური სააგენტო infovaticana.com აქვეყნებს. სტატიაში ვხვდებით ილუსტრაციებს პატარა იესოს გამოსახულებით, რომელსაც ხელში ლგ...

ესპანეთში პატარა, ლგბტ იესოს შესახებ საბავშვო წიგნი გამოიცა

1716109113

ახალი ამბები

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა

საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა. ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ მოკლული ოთხოზორიას საფლავი დღეს, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ზუგდიდის მერიის წარმომადგენლებმა ყვავ...

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა

1716105573

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ამ გადაწყვეტილებით ზურაბიშვილმა დაადასტურა რომ ის ემსახურება რადიკალიზმს

„ამ გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ის ემსახურება რადიკალიზმს“, - განაცხადა პრეზიდენტის ვეტოს შეფასებისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. „დიალოგის მომხრე არ არის...

ააა