უკრაინელი ლტოლვილები იტალიას ტოვებენ - „აქ ექსპლუატაციას გვიწევენ“

უკრაინელი ლტოლვილების ნაწილი, იტალიაში არსებულ მიუღებელ სამუშაო პირობებს აპროტესტებს, მათ შორის ექიმებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რეკომენდატორის გარეშე შეუძლებელია დასაქმება, რის გამოც ისინი ბედის ცდას გერმანიის მსგავს ქვეყნებში აპირებენ.
უკრაინელი ლტოლვილები, იტალიაში ომისგან თავის დაღწევის მიზნით ჩავიდნენ. „ჩვენთან ცხოვრება, მიუხედავად სასიამოვნო კლიმატის, ტერიტორიის სილამაზისა და საკვებისა, სამუშაო პირობები ჯოჯოხეთური აღმოჩნდა“ - წერს იტალიური საინფორმაციო სააგენტო „Today“-ს კორესპონდენტი, მის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში და უკრაინელი ლტოლვილების ბედზე საუბრობს.
მისი თქმით, ბევრი უკრაინელი ლტოლვილი ტოვებს იტალიას, რათა წავიდეს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია ან ჰოლანდია, სადაც იმედოვნებენ, რომ უფრო ადვილი იქნება ღირსეული სამსახურის პოვნა. "საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა უფასო იყო, სამი თვის განმავლობაში, ასევე სახელმწიფოდან სუბსიდიის სახით 300 ევროს ოდენობით თითოეულ ზრდასრულზე და 150 ევრო თითოეულ ბავშვზე მივიღეთ, მაგრამ ქირით უზრუნველყოფა შეწყდა და სახლის მეპატრონეებმა გვაცნობეს, რომ წასვლის დროა", - განაცხადა ერთ-ერთმა ლტოლვილმა.
„აქ ძალიან ცუდი სამუშაო პირობებია, ბლის კრეფაზე საათში ექვს ევროდ, ჯოჯოხეთური სამსახური, დღეში 10 საათი და თვეში ერთი დღე დასვენება. ამიტომ დიდხანს ვერ გავძელი, ჩვენს შვილებს სკოლაშიც არ იღებენ, ამბობენ, რომ ადგილი არ არის, ამიტომ წავალთ გერმანიაში, სადაც ბევრად უკეთესი სოციალური მხარდაჭერაა და უფრო ადვილია სამსახურის შოვნა და სკოლაში რეგისტრაცია“. - განაცხადა ქალმა, რომელიც თავის შვილებთან და მეგობართან ერთად პულიაში, ბარის გარეუბანში ცხოვრობს. ელენამ, მიუხედავად იმისა, რომ მისი პროფესია არ არის, მოახერხა გიდის ადგილის პოვნა. ის ინგლისურენოვან ჯგუფებს თან ახლდა ნავით მოგზაურობისას საკურორტო ქალაქ პოლინიანოში. „დღეში 10 საათი ვმუშაობ, კვირაში ერთი დღე ვისვენებ და თვეში ათას ევროს მიხდიან.
როგორც გაზეთი განმარტავს, დასაქმების სირთულეები პროფესიით ექიმ ლტოლვილებსაც შეექმნათ, რომლებსაც ომის დაწყებიდან, იტალიის მთავრობამ შესანიშნავი პირობები შესთავაზა, რაც ხელს უწყობდა მათი კვალიფიკაციის აღიარებას, მაგრამ ცოტამ მოახერხა სამსახურის პოვნა. კიევში მცხოვრები ვერონიკა, სამი თვეა ცდილობს სამსახურის შოვნას, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. "იტალიური ენის გჭირდება, აქ ინგლისურის ცოდნა არაფერში დამეხმარა, ექიმთა შორისაც ცოტანი საუბრობენ ინგილისურად. რასაც ვუყურებ აქ მთავარი რეკომენდაციებია. ამის გარეშე, გამოცდილების მიუხედავად, ვერ დასაქმდები", - განუცხადა მან გაზეთს. ვერონიკა, - „მიუხედავად იმისა, რომ დავადასტურე ჩემი ხარისხი და ვისწავლე ენა, არცერთმა კლინიკამ არ მიმიღო. მხოლოდ მაშინ, როცა ერთ-ერთი ექიმისგან რეკომენდაცია მივიღე, გადამიყვანეს კლინიკაში, სადაც მანამდე უარი მითხრეს. ეს არის აქ სპეციფიკა: ადამიანებს ძირითადად ნაცნობები ასაქმებენ და ეს არ ეხება მხოლოდ მედიცინას“, - ამბობს ექიმი ნადეჟდა.
ვინიცას მკვიდრმა ოქსანამ გაზეთს განუცხადა, რომ იგი დიდი ხანია მუშაობს ვენეციის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქში მომვლელად. მან განმარტა, რომ სამუშაოს მისაღებად ენა და ცნობა გჭირდებათ. მაგრამ მთავარია რეკომენდაცია, ენის დახვეწა შეიძლება. თუ 24 საათი მუშაობ საწოლში მიჯაჭვულ პაციენტებთან, ხელფასი 1, 200 ან 1, 500 ევროა. თუ ადამიანი მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელია იხდის 600-800 ევროს თვეში“, - განაცხადა მან.
აგრეთვე დგაინტერესებთ:
📌 იტალია - რომელ ქვეყნებში შეგიძლიათ წასვლა, მოქმედი და განახლების პროცესში მქონე ბინადრობის ნებართვით
1760463316
ახალი ამბებიალესანდრო ნესტა თბილისშია: წლების განმავლობაში კახა კალაძესთან ერთად ვთამაშობდი და იმ პერიოდთან საკმაოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ეს გუნდი წლიდან წლამდე ვითარდება
ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო ნესტა თბილისშია. „ქრონიკასთან“ ფეხბურთელმა „მილანში“ თამაშის დროს მის თანაგუნდელ კახა კალაძესა და საქართველოს ამჟამინდელ საფეხბურთო ნაკრებზე ისაუბრა. „საქართველოსა და ამ ქვ...
1760461672
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე გლობალური შიმშილის ინდექსში პრობლემისგან თავისუფლებით საქართველოს პირველ პოზიციაზე: ასეთ კვლევებში ყველასთვის ნათელია, რომ საქართველო სწორად უძღვება საკუთარ პოლიტიკას
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ 2025 წლის გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით საქართველო საუკეთესო ოცდახუთ ქვეყანას შორის მოხვდა და პრობლემისგან თავისუფლებით პირველ პოზ...
1760459588
მსოფლიოზელენსკიმ ოდესის მერს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოერთვა ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს, ბალეტის მოცეკვავე სერგეი პოლუნინსა და პარლამენტის ყოფილ დეპუ...
1760457589
საზოგადოებადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სრული აბსურდია „ტვ პირველის“ ინფორმაცია - მამა ანდრია ჯაღმაიძის კომისია არ არსებობს! მამა დოროთეს იბარებს კომისია, სადაც პატრიარქის მოსაყდრე, პატრიარქის ქორეპისკოპოსი, პატრიარქის მდივანი შედიან წევრებად
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „პირველში“ გასულ ინფორმაციას ეხმაურება. „გილოცავთ სვეტიცხოვლობას! ეკლესიურმა ხალ...
1760457488
საზოგადოებაელინა ვალტონენი: საქართველოში ვიზიტი აქცენტირებული არის სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება
საქართველოში ვიზიტი აქცენტირებული არის სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება, - განაცხადა ეუთო-ს თავმჯდომარემ, ფინეთის...