„მახსოვს ძაღლი, რომელიც გემზე მყოფ პატრონს ზღვაში ცურვით მიჰყვება და მეომარი, რომელიც დამწვარი მთავრობის სახლის წინ ავტომატით ხელში ცეკვავს“ - ემიგრანტის პროზა

1993 წლიდან მხოლოდ ორი კადრი მახსოვს: ძაღლი, რომელიც გემზე მყოფ პატრონს ზღვაში ცურვით მიჰყვება და მეომარი, რომელიც დამწვარი მთავრობის სახლის წინ ავტომატით ხელში ცეკვავს. აფხაზეთი ჩემთვის ამ ორი კადრით იწყება და მთავრდება.

30 წელი დიდი დროა. მთელი ერთი თაობა, რომელსაც აფხაზეთი არ უნახავს და მხოლოდ გადმოცემით, მშობლების მონაყოლით იცის ახალი ათონი, ბიჭვინთა თუ რიწის ულამაზესი ტბა..

ჩემი თაობის დიდი ნაწილისათვის აფხაზეთი ტკივილია. ობლობის ტკივილი. მიზეზი, რის გამოც დედების, მამებისა თუ ბებია-ბაბუების გარეშე დარჩნენ. უსუსურობის განცდაცაა აფხაზეთი. განცდა, რომელიც დღეს უკვე სრულწლოვან, ზრდასრულ ობლებს თვალებს სულ რამდენიმე წუთით ახუჭვინებს და წარმოადგენინებს, როგორი სრულფასოვანი შეიძლება ყოფილიყო ცხოვრება დედის გვერდზე, კარზე ზარისა თუ ტელეფონის რეკვის გაუთავებელი მოლოდინის გარეშე.

და მაინც: რა არის აფხაზეთი ჩვენთვის, თაობისათვის, რომელსაც მშობლებმა მისი დაბრუნების მორალური ვალდებულება დააკისრეს?. სხვა არაფერი, თუ არა ადგილი, სადაც უნდა დავბრუნდეთ. ტერიტორია, რომელიც ძალადობრივი გზით წაგვართვეს. ჰო, აფხაზეთი, სამაჩაბლოსთან ერთად, ჩვენთვის ტერიტორიაა. მიწის ნაგლეჯი, რომელიც დროსთან ერთად, ჩვენს ემოციურ მეხსიერებაში უფრო და უფრო ფერმკრთალდება და აბსტრაქტულობაში გადადის აფხაზეთი მითია. მითი, რომლის რამდენიმე ფოტოს გამოჩენისასაც ინტერნეტს ვაწყდებით და ჩვენი ქვეყნის აბსტრაქტული კუთხის აბსტრაქტულ ქუჩებს ვათვალიერებთ, ქუჩებს, რომლებზეც გვიყვებოდნენ, სანაპიროს, რომელსაც მისტირიან, სახლებს, რომელსაც 30 წლის წინანდელი კვალი ატყვია.. ვუყურებთ კადრებს უცნობი ქალაქებიდან და სოფლებიდან და გულის სიღრმეში გვიხარია. გვიხარია, რომ იქ ცუდად ცხოვრობენ. რომ ისევ საბჭოთა მანქანებით დადიან, რომ ინფრასტრუქტურა არ არსებობს, რომ უკიდურესი გაჭირვება აქვთ. გვიხარია, იმიტომ რომ ეს სამართლიანი სასჯელი გვგონია მათთვის. ჩვენივე ტოლი ადამიანებისათვის, რომლებისთვისაც საქართველო ისეთივე აბსტრაქციაა, როგორც ჩვენთვის აფხაზეთი. სოხუმს დავიბრუნებთ ცხინვალსა და აფხაზეთს, გავხდებით განმათავისუფლებლები და მერე მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით.

30 წელი გავიდა. ვამბობთ, რომ დავბრუნდებით, რომ ისინი ჩვენი ძმები არიან, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და ვიტყუებით. ვატყუებთ ერთმანეთსაც და საკუთარ თავებსაც გვიფიქრია, რა არის ჩვენთვის აფხაზეთი? - იქნებ, მხოლოდ საგზაო ნიშნები დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალ გზაზე, ამინდის პროგნოზი საინფორმაციო გამოშვებების ბოლოს, ან კიდევ, კედლებზე ოკრობოკროდ დატოვებული გრაფიტი თუ ბანერები მაგისტრალზე წარწერით, „გვახსოვდეს აფხაზეთი?“

ხათუნა ქარაია, აფხაზეთიდან დევნილი, ემიგრანტი რეჯო-კალაბრიაში

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714657474

საზოგადოება

„ისე უნდა იცხოვროს ქრისტიანმა ადამიანმა, რომ ზიარება ამაო არ აღმოჩნდეს“ - მამა შალვა კეკელია

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ დიდი ხუთშაბათის წირვის შემდგომ, აღდგომის წინა მოსამზადებელი პერიოდისა და ზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მამაო

1714655580

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა.  2 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6797 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6788 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ვალუტა

1714654339

სოციალური მედია

„თურმე ტელეფონით უღებდნენ და მათთვის სასურველი ტექსტის თქმას აძალებდნენ... ჩვენ აქ ვართ ლევან, ძალიან კარგად გვახსოვს ვისი ხელწერაა ეგ“ - ხატია სიჭინავა

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ახალგაზრდების პროტესტის გაღვივებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ამხელს. ის ასევე მიმართავს ახალგაზრდებს და ახსენებს გას...

ხატია სიჭინავა

1714652604

ახალი ამბები

არჩილ თალაკვაძე დეპუტატების ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ მუქარაზე: „არავის ეშინია ამ მინი-ფაშისტების, რომლებიც ოჯახის წევრებს, ბავშვებს და ხანდაზმულებს ემუქრებიან დევნით“

„ეს არის მორიგი რეკორდი სიმდაბლეზე ხტომაში, ვინც ამ განცხადებებს აქვეყნებს და ამ ინფორმაციას ითხოვს, რა თქმა უნდა, არღვევს ყველანაირ წესს და ძალიან ახლოს არის კანონის დარღვევასთანაც, რაზეც, რა თქმა უნ...

არჩილ თალაკვაძე

1714650777

ახალი ამბები

„ლილო მოლის“ ბაზრობაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმა...

შემთხვევები