„ბებოს გული ცხოვრების უკუღმართობით და გაურკვევლობით აერია, ვერ გარკვეულიყო ამერიკა ჯობია, რუსეთი, თუ ვინ უნდა მოიგოს ომი“ - ავტობუსში მოსმენილი სევდიანი ამბები

„გამიჩერე ნენა ავტობუსი, რაცხა გული მერევა. - ცრემლები ჩამიდგა თვალებში, ბებოს, გული ცხოვრების უკუღმართობით და გაურკვევლობით აერია, ვერ გარკვეულიყო ამერიკა ჯობია, რუსეთი, თუ ვინ უნდა მოიგოს ომი“, - exclusivetv.ge-ს მაკა ღლონტმა საინტერესო ისტორია მოწერა. მაკა თბილისში ცხოვრობს და ახლა  ოზურგეთიდან  ავტობუსით დედაქალაქში ბრუნდება. 

საინტერესოა მგზავრობა, აქ ყველაზე მეტად გაიგებ ადამიანების წუხილებს: და მეტად საინტერესოა თუ მარშრუტი გრძელია.

ასვლისთანავე, რამდენიმე ნაცნობი შემხვდა მისალმება საკმაოდ თბილი და სევდიანი იყო, დღეს სითბო სევდის გარეშე ვეღარ არსებობს, დაიწყო ყურმოკრული ისტორიების აკინძვა, ვერ მოვითმინე და მინდა გაგიზიაროთ, არა როგორც რიგითმა, არამედ რიგითების თანამედროვე მემატიანემ.

ჩემმა შვილმა გრანტი მოიპოვა და ამერიკის ერთ-ერთ შტატში სტუდენტი მაგისტრანტია, - ჰყვება დედა, სითბონარევი სევდით, როცა ვსაუბრობთ ყოველთვის თემა მთავრდება, დე მხოლოდ სამი დღით მინდა ჩემი დაპატარავებული საქართველო ჩავსვა აქ ჩემს ქალაქში და ადამიანებმა ნახონ:

რა არის თავისუფლება, თანადგომა, განათლების სისტემა, ბედნიერება, მეგობრობა და სიცოცხლე (გარყვნილ ამერიკაში).

აქ არ არსებობს სევდანარევი სითბო, აქ ყველაფერი თბილია და ქალს, დედას ცრემლები ჩამოცვივდა, სხვებმაც გაიგონა ისტორია და ჩვენ რად გვინდა ძამა ამერიკა, აგერ რუსეთი გავხდებით მალე და ყოლიფერ კას მაგენისგან ვისწავლითო.  ფეხს ვერ გაადგამ ვერსა, ყველგან მაგენია, გაწიწმატდა გურული ქალი, რომელსაც სტუდენტი ბაღნებიზა შემოდგმის ჭირნახული მიჰქონდა (რომელიც წრულს მეიხრუკა და მეისპოო) ხო მაი ამინდიც რუსების შემოთრეულია, მაგ ომმა ქნა ყოლიფერი, იქანე აფეთქებენ, და აქანე ქე ვართ აფეთქებულებიო. ერთი მაგენის (უკრაინელების) გამარჯვება მანახა და იმ დღესვე ამომშპეს სულიო ამბობს თავწაკრული ძალიან საყვარელი ბებო.

მე კი წავედი ფიქრებში, სად დაეტევა ამდენი რუსი, რა ბედნიერია ის დედა, რომლის შვილი გარყვნილ ამერიკაში ბედნიერია, რა იქნება ხვალ და ზეგ  და რა მშვიდია ჩვენი მძღოლი, რომელსაც არ ჩაურთავს ბოლო ხმაზე არც "რუსკი" და  ინგლისკი მუსიკები, საფიქრალი აქვს, რამდენი მგზავრი ჰყავს და ეყოფა თუ არა დღევანდელი შემოსული თანხა, შვილების საჭმლიზა, გადასახადებიზა, ერთი ბოთლი პივიზა და ხვალ უკანა გზის ბენზინიზა, თითქოს ვიღაცამ ფიქრი წაიკითხა და იყვირა როდემდე უნდა გეიზარდოს აი ფასები, დოლარი და ევრო კი ეცემა, მარა ჩვენ კი ვართ ყველა დაცემულებიო და ახარხარდა მგზავრები, დაავიწყდათ ყველას სევდა რომ უნდა გვხლებოდა ერთ-ერთ თანამგზავრად და ამ დროს ბებომ იკნავლა , გამიჩერე ნენა ავტობუსი, რაცხა გული მერევაო, ცრემლები ჩამიდგა ბებოს გული ცხოვრების უკუღმართობით და გაურკვევლობით აერია, ვერ გარკვეულიყო ამერიკა ჯობია, რუსეთი, თუ ვინ უნდა მოიგოს ომი“, - მოგვწერა მაკა ღლონტმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ჯერ საკუთარი ქმარი და შემდეგ იძულებით ჩემი შვილები გავამწესე ემიგრაციაში“ - exclusivetv.ge ემიგრაციაში მყოფი წარმატებული ახალგაზრდების დედამ სევდიანი ისტორია უამბო

🔵 „საკუთარმა შვილებმა იძულებით ემიგრაციაში გამამწესეს და როგორც ნივთი ჩამდეს თვითმფრინავში“ - ემიგრანტის უმძიმესი ისტორია

🔵 „ჩავაღწიე პოლონეთში, სადაც ვითომ ახლობელი უნდა დამხვედროდა... მოტყუებული აღმოვჩნდი... ჩამოვჯექი ბორდიურზე და ამიტყდა ისტერიული ტირილი“ - ემიგრანტის მძიმე ისტორია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716212787

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7536 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7596 ლარი იყო.  გამყარდა ევრო, რომლი...

ვალუტა, ლარი, ლარის კურსი

1716212694

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ მე-12 გლობალური ფორუმის ფარგლებში საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში თანამედროვე პირდაპირი დემოკრატიის შესახებ გამართულ მე-12 გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.  დე...

ცესკოცესკოცესკო

1716210699

ახალი ამბები

ექიმი გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა

ცნობილი ექიმი, კარდიოლოგი, აკადემიკოს გულარნა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა.  გულიკო ჩაფიძემ სამედიცინო მოღვაწეობა 1954 წლიდან დაიწ...

გულიკო ჩაფიძე

1716207155

ახალი ამბები

ცნობილია ძმების ვინაობა, რომლებიც ეცერში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ

ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ორი ძმის ლერი და როლანდ პაკელიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „სვანეთინიუსი“ ავრცელებს.  „ავტოსაგზაო შემთხვევას ეცე...

პოლიცია

1716203986

საზოგადოება

„საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო“ - ირაკლი კობახიძე

საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო, -...

ირაკლი კობახიძე