ანა ნაცვლიშვილი: საქართველოში 21 000-ზე მეტი მოსწავლე იძულებულია, სხვა სკოლის შენობაში ისწავლოს, 2 000-ზე მეტი სკოლა დირექტორის გარეშეა

„ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა, საპარლამენტო ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, განათლების სისტემაში ბევრი გამოწვევაა, მათ შორის არის სკოლების რეაბილიტაცია და დირექტორების დანიშვნის პროცესი.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, საქართველოში 21 000-ზე მეტი მოსწავლე იძულებულია, სხვა სკოლის შენობაში ისწავლოს. ამასთან, მისივე განცხადებით, 2 000-ზე მეტი სკოლა დირექტორის გარეშეა.

განათლების სისტემა ჯეროვნად ვერ იმართება, რითაც ზიანდებიან მოსწავლეები, მათი ოჯახები და მასწავლებლები. დასტურდება, რომ კვლავ შენარჩუნებულია სკოლების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მექანიზმები. ამის თქმის საშუალებას იძლევა ოფიციალური ინფორმაციის ანალიზი“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, რამდენიმე კვირის წინ სადეპუტატო კითხვით მიმართა სამინისტროს და მიიღო ოფიციალური პასუხი, რითაც დასტურდება, რომ ორ წელიწადზე მეტია, სკოლებს, ყოველგვარი დასაბუთებისა და კრიტერიუმების გარეშე, მინისტრის მიერ ერთპიროვნულად დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები მართავენ.

„21 ათასზე მეტმა მოსწავლემ ეს სასწავლო სემესტრი კვლავ ვერ დაიწყო საკუთარ სკოლაში, საქართველოში 40-ზე მეტ სკოლას, გაჭიანურებული სარემონტო სამუშაოების გამო, სხვა სკოლებსა და ალტერნატიულ შენობებში უწევთ სასწავლო პროცესის წარმართვა. ეს სერიოზული პრობლემაა, როგორც შენობის გარეშე დარჩენილი მოსწავლე-მასწავლებლებისთვის, ასევე მიმღები სასწავლო დაწესებულებებისთვის, სადაც იძულებული არიან, სწავლა ორ ცვლაში წარმართონ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

„ლელოს“ წევრის თქმით, განათლების სისტემასა და სკოლებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მან უკვე მიმართა მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომელიც ნაცვლიშვილის განცხადებით, პასუხისმგებელია რეაბილიტაციის პროცესსა და შესაბამის ტენდერებზე. ასევე მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოთხოვნით, მიმდინარე წელს განახორციელოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის და მასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების პროცესის აუდიტი.

ამასთან, პრობლემური საკითხების იდენტიფიცირების შემდეგ, ანა ნაცვლიშვილმა წერილობით მიმართა მინისტრს და წარუდგინა რეკომენდაციები იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც უნდა გადაიდგას აღნიშნული პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად.

დეპუტატის განცხადებით, აქტიურად გააგრძელებს საკითხზე სადეპუტატო ზედამხედველობას და ასევე კომუნიკაციას ყველა პასუხისმგებელ პირთან ამ გამოწვევების აღმოსაფხვრელად.

ასევე დაგაინტერესებთ:

* ლევან ხაბეიშვილი: ნიკა მელია რეგიონებში საკრებულოს წევრებს სთხოვს მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ

* ტიბეტში ზვავის ჩამოწოლას 28 ადამიანი ემსხვერპლა

* პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

* თბილისში, ლოტკინის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს   

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715008611

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი პუტინის „ინაუგურაციას“ არ დაესწრება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „ინაუგურაციას“ არ დაესწრება. ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაც...

სომხეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთს სამხედრო დახმარებას სთხოვს

1715001492

მსოფლიო

როგორ ამინდს ვარაუდობენ 7 მაისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 6 მაისის დღის ბოლოდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, აღმოსავლეთ სა...

წვიმააა

1714995850

სოციალური მედია

რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურად გვიზიარებს სიახლეებს. ნუცა საქართველოს სახელით „ევროვიზიაზე“ მონაწილეობს. Firefighter - ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომლ...

ნუცა

1714995762

სოციალური მედია

თაკო ნაცვლიშვილი უახლეს ფოტოებს აქვეყნებს

წარმატებული ქართველი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურად გვიზიარებს ყოველდღიურ სიახლეებს. ამჯერად თაკო ოჯახური ფოტოსესიიდან კადრებს გვიზიარებს, სადაც დედასთან, ნინა ცქიტიშვილთან და...

თაკო ნაცვლიშვილი

1714995551

ახალი ამბები

გურამ გვასალია და ამერიკელი რეპერი doja cat ერთად გამოჩნდნენ

ქართველი დიზაინერი გურამ გვასალია „ინსტაგრამზე“ უახლეს, პიკანტურ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ამერიკელ რეპერ doja cat-თან ერთად ვხედავთ. მათ ერთად გამოჩენას, საზოგადოებისგან დიდი ინტერესი და უამრავი კითხვ...

გურამ გვასალია