"ბიძინას სანქცირება სამების და სვეტიცხოვლის არა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების სანქცირებას ნამდვილად ნიშნავს" - დავით ზურაბიშვილი

ანალიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, მის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით წერს:

"იმდენ ორმხრივ სისულელეს ვკითხულობ ბიძინას სანქცირებაზე, რომ კი არ მინდოდა არაფრის დაწერა, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა თქვას, რაღაც რეალობას მიახლოებული მაინც.

სამწუხაროდ მოკლედ თქმა არ გამოდის და იძულებული ვარ ცოტა გრძლად ვთქვა.

ა) ბიძინას არავინ დაადებს არანაირ სანქციებს.

რუსეთის მოქალაქე პუტინისტი ოლიგარქების მხოლოდ ერთი ნაწილია სანქციების ქვეშ და არცერთი სომეხი, არცერთი ყაზახი და არცერთი არაბი ბიზნესმენი.

ახლა ვიღაცას შეიძლება ბიძინა უფრო პუტინისტი ჰგონია ვიდრე მთელი სომხეთი და არაბული სამყარო ერთად აღებული, მაგრამ დასავლეთში ასე არ ფიქრობენ.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბიძინას სანქცირება სამების და სვეტიცხოვლის არა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების სანქცირებას ნამდვილად ნიშნავს (ძალიან გთხოვთ ამაზე სერიოზული კამათი არავინ დამიწყოთ), რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ საქართველო ჩაეწერება ბელარუსის მსგავსი ქვეყნების რიგში, არც ევროკავშირის კანდიდატად არავინ მიიღებს და საერთოდ სანქცირებული საქართველო გაცილებით მეტად მოექცევა რუსეთის გავლენის სფეროში, თუ საერთოდ რუსეთის სატელიტი არ გახდა.

ეს ყველაფერი ძალიან კარგად ესმით დასავლეთში.

ამიტომაც ელოლიავებიან ამ ხელისუფლებას და მათ ბრიყვულ განცხადებებს ძალიან ფრთხილად და კორექტულად პასუხობენ.

ასევე საგულისხმოა, რომ ბიძინას სანქცირებაზე ოპოზიციის ყიჟინა სერიოზულად აფრთხობს ოცნების ამომრჩეველთა ზომიერ ნაწილს და საგრძნობლად ზრდის პოლარიზაციას და ნაც-ქოცურ ურთიერთაუტანლობას.

ბ) ეს ყველაფერი ბიძინამ არ იცის და ვერც გაიგებს.

ის ძალიან კარგად ფლობს "გათიშე და იბატონე" ტიპის ძალაუფლების ტექნოლოგიებს, მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკაში არის სრული უვიცი და უმეცარი. პლუს ის არის ძალიან ეჭვიანი და მისი ეჭვიანობის ხარისხი მით უფრო იზრდება, რაც უფრო კლებულობს მისი პოპულარობა.

ახლა კიდევ ამას ემატება ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა, როდესაც ლავირება დასავლეთსა და რუსეთს შორის, რაზედაც მუდმივად თამაშობდა ოცნება, აღარ გამოდის.

შესაბამისად ბიძინა არის ძალიან აჭრილი და ყველგან ელანდება სანქციების აჩრდილი და ნაცების შეთქმულება მსოფლიო მასშტაბით, რაც კიდევ უფრო ზრდის მისი ეჭვიანობის ხარისხს და რაც ვლინდება იმ არაადეკვატურ განცხადებებში, რომლებიც გვესმის ხელისუფლებისგან.

ასეთ განცხადებებს კიდევ ბევრჯერ მოვისმენთ, რადგან ბიძინას გარემოცვაში დღეს მხოლოდ ის ხალხია დარჩენილი, რომელიც მას თვალებში უყურებს, ცდილობს გამოიცნოს რას ფიქრობს ხაზეინი, რათა გულმხურვალედ დაუდასტუროს ეს ფიქრი.

მოკლედ, მის ირგვლივ დღეს არიან ან საკუთარი აზრის არმქონე მონები, ან უპრინციპო მლიქვნელები, რომლებიც ბიძინა რომ ერთს იტყვის, იმას კვადრატში აყვანილს უბრუნებენ უკან.

3. ამ ვითარებაში კარგი ამბავი მხოლოდ ისაა, რომ შიდაპოლიტიკური სპექტრის ნაც-ქოცურ არაადეკვატურობა ნაკლებად განსაზღვრავს საერთაშორისო დღის წესრიგს და საქართველოს ადგილს ამ დღის წესრიგში.

დასავლეთი არ აპირებს საქართველო დაუთმოს რუსეთს, ამიტომ ყველანაირად შეეცდებიან ეს ქვეყანა მიათრიონ არჩევნებამდე და მანამდე რამე ინსტიტუციური რეფორმის იმგვარი მაინც გამოღლიტონ ქოცებს "ყვავს კაკალი გააგდებინე" პრინციპით. აი, არჩევნებზე რა მოხდება და როგორ, ეგ კიდევ ცალკე თემაა, მაგრამ ამას აქ არ დავწერ.

ეჭვი მაქვს ორმხრივ რისხვას გამოვიწვევ, მაგრამ სიმართლე თუ გინდათ ესაა და თუ არ გინდათ გაგება, ნუ გინდათ.

მეტი არაა ჩემი მტერი მე მაგაზე არ ვიდარდო.

P. S. უზრდელობებს, შეურაცხყოფებს და გამორჩეულ სისულელეებს გაუფრთხილებლად ვშლი და გამეორების შემთხვევაში ვბლოკავ",- წერს დავით ზურაბიშვილი ფეისბუკზე.

ამავე თემაზე:

* ვატო შაქარიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა არის სამების ეკლესიის აშენების დასანქცირება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716126771

სოციალური მედია

„დედაზე ნაკლები არც შვილია“ - შორენა ბეგაშვილის შვილი შავ-თეთრ კაბაში პოზირებს

მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე Instagram-ზე ფოტოებს აქვეყნებს, რომელშიც შეუდარებლად გამოიყურება, ევა შავ-თეთრ კაბაში პოზირებს. გამოქვეყნებულმა კადრებმა დიდი მოწონება და დადებითი შეფასებ...

ევა ბარბაქაძე

1716109113

ახალი ამბები

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა

საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა. ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ მოკლული ოთხოზორიას საფლავი დღეს, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ზუგდიდის მერიის წარმომადგენლებმა ყვავ...

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა

1716105573

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ამ გადაწყვეტილებით ზურაბიშვილმა დაადასტურა რომ ის ემსახურება რადიკალიზმს

„ამ გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ის ემსახურება რადიკალიზმს“, - განაცხადა პრეზიდენტის ვეტოს შეფასებისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. „დიალოგის მომხრე არ არის...

ააა

1716102575

ახალი ამბები

მკვლელობა სამეგრელოში - ერთი მოკლული და 2 დაჭრილი

სენაკის მუნიციპალიტეტში, გორის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ერთი ახალგაზრდა კაცი და დაჭრილია 2 პირი. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. „exclusivetv“ დამატებით დეტალებს შინაგა...

პოლიცია

1716102085

სოციალური მედია

„ჩვენ „ხევისბერ გოჩაზე “ და „სტუმარ-მასპინძელზე” გავიზარდეთ, თქვენ გიული ალასანიას ისტორიაზე... ოჯახი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ცოლი და ქმარი...“ - რას წერს ნათია ბერიძე

ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ოჯახის სიწმინდის დღეზე საუბრობს. „ოჯახი მარტო ცოლი და ქმარი რომ არ არის,ალბათ ეს იმ ადამიანებმა არც კი იციან , ვინც გუშინდელ შეკრებებს მთ...

 ნათია ბერიძე