"დღეს ნამდვილად გვაქვს უკეთესი საქართველო, ვიდრე ის 10 წლის წინ იყო" - არჩილ თალაკვაძე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, სადაც მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და გმობს ოკუპაციას და რუსეთის აგრესიულ ქმედებებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე სიტყვით გამოვიდა. მან მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს მხარდაჭერისთვის და ევრორეკომენდაციების შესასრულებლად ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

„ევროსაბჭოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაძლევს დამატებით მოტივაციას დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობის განმტკიცების და ადამიანის უფლებების დაცვისთვის. საქართველომ დაამტკიცა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი ტერიტორიების განგრძობითი ოკუპაციისა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ რეფორმები და განვამტკიცოთ დემოკრატია. ჩვენს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული სამუშაო მოიცავს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც მოხდა ადამიანის უფლებების დაცვის უფრო ძლიერი გარანტიების უზრუნველყოფა, შრომის ახალი კოდექსის მიღება, გატარდა სასჯელაღსრულების სისტემის წარმატებული რეფორმა და პატიმრების რაოდენობა ორჯერ შემცირდა, მოხდა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება.

ახლა ჩვენს გვაქვს უფრო ძლიერი და პლურალისტური პარლამენტი. ზედამხედველობის და ანგარიშვალდებულების, ასევე ოპოზიციის საქმიანობისთვის განკუთვნილი უფრო ეფექტური მექანიზმებით. სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმების შედეგად 60%-ით შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა.

ასევე, დაბალანსდა სასამართლო დავებში მხარეთა სასარგებლოდ მიღებული სტატისტიკა, აღნიშნული გვაძლევს საფუძველს, რომ განვაგრძოთ სასამართლო სისტემის რეფორმები. დღეს ნამდვილად გვაქვს უკეთესი საქართველო, ვიდრე ის 10 წლის წინ იყო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რუსთავში, მამაკაცი ავტოფარეხში გარდაცვლილი ნახეს  

🔵რა ეღირება 1 აშშ დოლარი და ევრო, დღეს, 27 იანვარს - ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716126771

სოციალური მედია

„დედაზე ნაკლები არც შვილია“ - შორენა ბეგაშვილის შვილი შავ-თეთრ კაბაში პოზირებს

მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე Instagram-ზე ფოტოებს აქვეყნებს, რომელშიც შეუდარებლად გამოიყურება, ევა შავ-თეთრ კაბაში პოზირებს. გამოქვეყნებულმა კადრებმა დიდი მოწონება და დადებითი შეფასებ...

ევა ბარბაქაძე

1716123536

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: „ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება!“

„ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება! ამ დროს კი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპ...

მამუკა მდინარაძე

1716121772

ახალი ამბები

სენაკში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს - დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისბრალდ...

აა

1716119496

ჰოროსკოპი

„26 მაისიდან, სურვილების ასრულება უფრო მარტივი იქნება“ - ნინა ორველაშვილი

ასტროლოგი ნინა ორველაშვილი სტუმრად „ჩვენს ოჯახში“ იმყოფებოდა, სადაც ისაუბრა რომ სამყარო ყველას გვაძლევს შესაძლებლობებს და როგორც თავად ამბობს ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.  „სამყარო ყველ...

ნინა ორველაშვილი

1716113931

ახალი ამბები

„პრეზიდენტის ვეტო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, კონსტიტუციის არცოდნის და უპატივცემულობის მორიგი დასტურია“ - დავით ჩიხელიძე

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს დადების საკითხს „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე გამოეხმაურა და თ...

დავით ჩიხელიძე