"გამაოცა, რადგან დამამცირებელია" - ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს სიცრუის გამო სასამართლოში უჩივის

ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, სასამართლოში სარჩელი გუშინ, 16 სექტემბერს შეიტანა.

ინფორმაციას იურიდიული ფირმა BLB ავრცელებს, რომელიც ამერიკელ კოლეგებთან ერთად იცავს ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს. 

"სარჩელი ეხება Netflix-ის მიერ სერიალ "ლაზიერის გამბიტის" (The Queen’s Gambit) კულმინაციურ ეპიზოდში მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობებს, ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ.

სერიალში ნონა გაფრინდაშვილის შესახებ მცდარი ცნობების გაჟღერებამ უპრეცედენტო რეზონანსი გამოიწვია მსოფლიოს მასშტაბით, როგორც სხვადასხვა ჟურნალისტურ წყაროებში, ასევე საზოგადოებრივ და მათ შორის საჭადრაკო წრეებში", - აღნიშნულია BLB-ის პრესრელიზში.

სერიალში ნათქვამია, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, მაშინ როდესაც ჭადრაკის ლეგენდა 1963 წლიდან წარმატებით მონაწილეობდა მამაკაცთა ტურნირებზე.

სარჩელში წერია, რომ 1968 წლისთვის, რომელიც აღწერილია "ლაზიერის გამბიტის" ეპიზოდში, გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები სულ მცირე 59 კაც მოჭადრაკესთან, და მათ შორის 10 დიდოსტატთან.

სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ დამატებითი შეურაცხყოფაა Netflix-ის მიერ გაფრინდაშვილის, როგორც რუსი მოჭადრაკის წარმოჩენა, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია, რომ ის არის საქართველოდან, ქვეყნიდან რომელიც დღემდე იბრძვის, რომ გაუმკლავდეს რუსეთის აგრესიას და დამორჩილების მცდელობას. 

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები სარჩელით ლეგენდარული მოჭადრაკისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სულ მცირე 5 მილიონ დოლარს ითხოვენ.

ამასთან, გაფრინდაშვილი ითხოვს, შესაბამისი მონაკვეთი სერიიდან ამოიჭრას.

"ემოციურად ჩემზე ბევრი რამ არ მოქმედებს, თუმცა, ამან გამაოცა, რადგან დამამცირებელია", - აღნიშნავს გაფრინდაშვილი The New York Times-თან ინტერვიუში.

ნონა გაფრინდაშვილი ისტორიაში პირველი მოჭადრაკე ქალია, რომელსაც დიდოსტატის (უმაღლესი) წოდება მიენიჭა მამაკაცთა ჭადრაკშიც - 1978წელს.

თავისი შინაარსით ეს მიღწევა უფრო დიდია ვიდრე 5 გზის მსოფლიოს ჩემპიონობა.

XX საუკუნის მეორე ნახევარში, როცა ჭადრაკი არისტოკრატულ სპორტად ითვლებოდა, სოციალიზმის და კაპიტალიზმის დაპირისპირების ადგილადაც, მამაკაც მოჭადრაკეებს ქალთა ჭადრაკი სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ. ნონა გაფრინდაშვილი პირველი იყო ვინც იასპარეზა კაცთა შორის (არაერთხელ) და იმდენი შეძლო, რომ აღიარეს და მამაკაცთა შორის ჭადრაკის უმაღლესი წოდება "დიდოსტატობა" მიანიჭეს.

ნონა გაფრინდაშვილის მიღწევების სია ვრცელია:

🔺 მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი

🔺 მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული

🔺 პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი

🔺 ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი საჭადრაკო ჯილდო „ოქროს პაიკის" მფლობელი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე

თავად, ამერიკული კომპანია "ნეტფლიქსი" ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ, გაფრინდაშვილისადმი მათი პატივისცემის მიუხედავად, მოჭადრაკის ბრალდებები უსაფუძვლოა.

"ნეტფლიქსს ქალბატონი გაფრინდაშვილისა და მისი შთამბეჭდავი კარიერის მიმართ მხოლოდ უკიდურესი მოწიწება აქვს, თუმცა, მიგვაჩნია, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და ჩვენს ინტერესებს დავიცავთ", - წერია კომპანიის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1716126771

სოციალური მედია

„დედაზე ნაკლები არც შვილია“ - შორენა ბეგაშვილის შვილი შავ-თეთრ კაბაში პოზირებს

მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე Instagram-ზე ფოტოებს აქვეყნებს, რომელშიც შეუდარებლად გამოიყურება, ევა შავ-თეთრ კაბაში პოზირებს. გამოქვეყნებულმა კადრებმა დიდი მოწონება და დადებითი შეფასებ...

ევა ბარბაქაძე

1716113931

ახალი ამბები

„პრეზიდენტის ვეტო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, კონსტიტუციის არცოდნის და უპატივცემულობის მორიგი დასტურია“ - დავით ჩიხელიძე

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს დადების საკითხს „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე გამოეხმაურა და თ...

დავით ჩიხელიძე

1716111377

მსოფლიო

ესპანეთში პატარა, ლგბტ იესოს შესახებ საბავშვო წიგნი გამოიცა

ესპანეთში ლგბტ იესოს შესახებ საბავშვო წიგნი გამოიცა - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური სააგენტო infovaticana.com აქვეყნებს. სტატიაში ვხვდებით ილუსტრაციებს პატარა იესოს გამოსახულებით, რომელსაც ხელში ლგ...

ესპანეთში პატარა, ლგბტ იესოს შესახებ საბავშვო წიგნი გამოიცა

1716109113

ახალი ამბები

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა

საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა. ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ მოკლული ოთხოზორიას საფლავი დღეს, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ზუგდიდის მერიის წარმომადგენლებმა ყვავ...

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა

1716105573

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ამ გადაწყვეტილებით ზურაბიშვილმა დაადასტურა რომ ის ემსახურება რადიკალიზმს

„ამ გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ის ემსახურება რადიკალიზმს“, - განაცხადა პრეზიდენტის ვეტოს შეფასებისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. „დიალოგის მომხრე არ არის...

ააა