გიორგი კირთაძე ენმ-ს აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა

"ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან ცოტა ხანში გიორგი კირთაძემ ენმ-ს აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ პარტიაში რჩება და მუშაობას რიგითი წევრის სტატუსით განაგრძობს.

ამასთან, კირთაძემ ლევან ხაბეიშვილს გამარჯვებაც მიულოცა და განმარტა, რომ გამარჯვებულ კანდიდატს ბრძოლის გაგრძელების საშუალება მის გუნდთან ერთად უნდა მიეცეს.

"გაიმარჯვა ლევან ხაბეიშვილმა, რომელსაც ვულოცავ გულწრფელად და მას მინდა რომ ვუსურვო წარმატებები. ბუნებრივია, ვრჩები პარტიაში, ვაგრძელებთ ბრძოლას მიშას თავისუფლებისთვის, ავტოკრატული რეჟიმის დამარცხებისთვის.

რაც შეეხება ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს, მე დასაწყისშივე ვთქვი, ავხსენი ეს ყველაფერი.

ბუნებრივია, ლევან ხაბეიშვილს უნდა მიეცეს საშუალება თავის გუნდთან ერთად გააგრძელოს მუშაობა ისე, როგორც მას წარმოუდგენია, მიიღოს გადაწყვეტილებები იმ გუნდთან ერთად, რომელთან ერთადაც მოახერხა გამარჯვება.

ამდენად, ბუნებრივია, მე აღარ ვარ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი", – განაცხადა კირთაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ:

* „ჩემი ფავორიტი გახდა თავმჯდომარე, მასხარ, გილოცავ! - „ხაბე“ არის „ნაცების“ სიმბოლო - მორჩა!“ - ირაკლი ზარქუა ლევან ხაბეიშვილზე

* გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ასეთია, ძალიან დიდ პატივს სცემს ნიკა მელიას, მიაჩნია, რომ ნამდვილი გმირია, მაგრამ დღეს ულოცავს ლევან ხაბეიშვილს   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716042100

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო. მისი თქმით, ვეტო პარლამენტს დღესვე გადაეგზავნება. „დღეს, დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი, თ...

პრეზიდენტი

1716040897

საზოგადოება

„ერთნაირსქესიანთა ქორწინება ევროკავშირის 27-დან 25 ქვეყანაშია დაკანონებული, დავალება მიიღეს, გააკეთეს“ - ირაკლი ღარიბაშვილი

„ევროკავშირის 27 ქვეყნიდან უკვე 25 ქვეყანაში არის დაკანონებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება, დავალება მიიღეს, გააკეთეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მის...

ირაკლი

1716035177

სპორტი

დავითაშვილი სეზონის ბოლო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში ზურიკო დავითაშვილი „ბორდო“-„პოს“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ლიგა 2-ის სეზონი საშინაო გამარჯვებით დაამთავრა. „ბორდომ“ მატჩი გაეტა...

ზურიკო დავითაშვილი

1716031806

საზოგადოება

„მე იმისთვის მაქვს ცოდნა, რომ სხვას გავუზიარო, დავიცალო და ახალი შევივსო... დღეს მოკამათეები არ უსმენენ ერთმანეთს“ - რას ამბობს ელდინო საღარაძე

მსახიობი, პოეტი და პედაგოგი ელდინო საღარაძე, გადაცემა ჩვენი ოჯახის ეთერში კამათის კულტურასა და მის მნიშვნელობაზე საუბრობს. „მე გავსებული ვარ რაღაცა ცოდნით თავდაჯერებული ვარ და ვჯდები საკამათოდ. დღეს მ...

პოეტი

1716027897

ახალი ამბები

ევროსაბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირეს

 სტრასბურგში 16-17 მაისს ევროპის საბჭოს 133-ე მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მ...

ევროსაბჭო