„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილი პოლიტიკურ თანამდებობებს ტოვებს

„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილი პოლიტიკურ თანამდებობებს ტოვებს, თუმცა ისინი პარტიის წევრებად რჩებიან.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან უკვე ისაუბრეს კობა ნაყოფიამ, აკაკი მინაშვილმა, ბაჩო დოლიძემ, გიორგი პატარაიამ.

მანამდე, აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა გიორგი კირთაძემ.

„აქტიურ პოზიციებზე, პარტიის მართვაში აღარ ვიქნებით. გადაწყვეტილებებს აღარ მივიღებთ. ვიქნებით როგორც წევრები, თუმცა ძალიან ინტენსიურად ჩავერთვებით პარტიის ღონისძიებებში. ახლა წარსულზე ლაპარაკის დრო აღარაა. გვყავს გამარჯვებული გუნდი, გამარჯვებული თავმჯდომარე, ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებებს. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ამ პარტიის წარმატება და სააკაშვილის გათავისუფლება“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა, რომელიც პარტიის პოლიტიკური მდივნის პოსტს იკავებდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ საორგანიზაციო მდივნის, ბაჩო დოლიძის თქმით, პოსტს თმობს იქიდან გამომდინარე, რომ გამარჯვებულ კანდიდატს მენეჯმენტში საკუთარი გუნდის დაკმაყოფილების შესაძლებლობა ჰქონდეს.

რა თქმა უნდა, ვრჩები პარტიის რიგებში, ვაგრძელებ ბრძოლას იმ რეჟიმთან, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“, – აღნიშნა მან.

თანამდებობა დატოვა ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარაიამ.

რა თქმა უნდა, იმ პარტიაში ვრჩები, რომელშიც მოვედი 2001 წელს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს პარტია, ვუსურვებ გამარჯვებულ კანდიდატს წარმატებას“, – თქვა მან. 

„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ ის პარტიას არ დატოვებს, თუმცა პოლიტსაბჭოს არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები დასრულდა. შედეგები პარტიის ოფისში საარჩევნო შტაბის უფროსმა, კობა ნაყოფიამ გამოაცხადა. კობა ნაყოფიას თქმით, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58% მიიღო, ნიკა მელიამ კი – 40%. პარტიის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

* გიორგი კირთაძე ენმ-ს აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა

* გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ასეთია, ძალიან დიდ პატივს სცემს ნიკა მელიას, მიაჩნია, რომ ნამდვილი გმირია, მაგრამ დღეს ულოცავს ლევან ხაბეიშვილს   

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714924909

ახალი ამბები

„კვარაცხელია „ნაპოლის“ ვარჯიშზე დაშავდა“ - ხვიჩა „უდინეზესთან“, სავარაუდოდ, არ ითამაშებს

„ხვიჩა კვარაცხელიამ კუნთის ტრავმა მიიღო და, დიდი ალბათობით, „უდინეზესთან“ სერია A-ს 35-ე ტურის მატჩს გამოტოვებს“ – „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელზე ინფორმაციას Football-Italia ავრცელებს.    იტალიური გა...

კვარაცხელია

1714922336

სოციალური მედია

თბილისში მე-11 დღეა კაცს ეძებენ

თბილისში მე-11 დღეა კაცს ეძებენ - ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი, სალი ქურასბედიანი ავრცელებს. „მეგობრებო, მე-11 დღეა, 25 აპრილიდან გაუჩინარებულია თორნიკე დალაქიშვილი. ოჯახთან და მეგობრებ...

თბილისში მე-11 დღეა კაცს ეძებენ

1714919865

სოციალური მედია

„დღეს ხომ, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეა, უფალო მოახდინე კიდევ ერთი სასწაული ამ მადლიან დღეს...“ - რას წერენ სოციალურ ქსელში სვანეთში მომხდარ ტრაგედიაზე

სოციალურ ქსელში მოქალაქე ჯაბა საღლიანი სვანეთში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და უფალს ევედრება, რომ დაკარგული ბავშვების ცხედრები მშობლებმა დროულად იპოვონ. „უფალო, დიდება შენს წმინდა სახელს. დღეს ხომ, ს...

ტრაგედია სვანეთში

1714917490

საზოგადოება

„იუდა იყო მოციქული, რომელსაც ღმერთმა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიანდო“ - რას ჰყვება დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი

დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი პირველი არხის ეთერში იუდა ისკარიოტელზე და მის პასუხისმგებლობაზე ჰყვება.  „იუდა იყო მოციქული, რომელსაც ღმერთმა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიანდო. ეს პასუხისმგებლობა იყო ი...

კახაბერ გოგოტიშვილი

1714916704

ახალი ამბები

მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს, გრძელდება კიდევ ორი დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები

სამდღიანი უწყვეტი ძებნა-შველის ღონისძიებების შედეგად, მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდის ცხედარი მდინარე ენგურის მიმდებარედ ა...

ააა