"ქვეყანაში, სადაც ნაყოფს იცილებენ მხოლოდ იმიტომ, რომ გოგოა, და მხოლოდ ვაჟიშვილის მამა მიაჩნიათ მამაკაცად, რატომ გიკვირთ, რომ ქალზე ძალადობა წახალისებულია" - ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის ორწლიანი სასამართლო პროცესის დასრულებას და მოსამართლის გადაწყვეტილებას ეხმაურება დაწერს:
"ქვეყანაში სადაც ნაყოფს იცილებენ მხოლოდ იმიტომ რომ გოგოა, და მხოლოდ ვაჟიშვილის მამა მიაჩნიათ მამაკაცად, რატომ გიკვირთ, რომ ქალზე ძალადობა წახალისებულია საზოგადოების, საკანონმდებლო ორგანოს, სასამართლოს თუ რელიგიური ორგანიზაციების დონეზე...
აბა საკუთარ გულში ჩაიხედეთ, რამდენს გიოცნებიათ ბიჭის მშობლობაზე და რამდენი ყოფილხართ იმედგაცრუებული გოგოს რომ აღმოაჩენთ ექოსკოპიაზე?
ჩანასახიდანვე ქალზე მოძალადე საზოგადოება ვართ სამწუხაროდ... არც უნიკალურები ვართ ამ მხრივ. ბევრი ჩვენნაირი საზოგადოება არსებობს.
მე და გიორგის ორ ქალიშვილზე ამოგვდის მზე და ოდესმე ვინმემ მათ რომ გული ატკინოს, მთელ სამყაროს შევძრავთ და არც ერთ ცრემლს არ შევარჩენ.
თუ მეუღლის, შეყვარებულის ან მეგობრის საქციელი არ მოგწონს მოშორდი და მათ გარეშე გააგრძელე ცხოვრება.
არავის აქვს უფლება ძალით სცადოს იმის გამოსწორება რაც არ მოსწონს. არ არსებობს მიზეზი რაც ძალადობას გაამართლებს.
არც მსუბუქი ძალადობა არსებობს.
ადამიანის ნების საწინაამღდეგოდ მისი იძულება რაიმე ფორმით არის ძალადობა და ის უნდა ისჯებოდეს კანონით.
ალტერნატიული ახსნები მხოლოდ ველურ ადამიანებს აქვთ და არა ცივილიზირებულ საზოგადოებებს..", - წერს გეგეჭკორი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ასევე დაგაინტერესებთ:
* სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო
* "გაფორმდა ფემიციდი! ბოდიში ნელის" - ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი სასამართლოს განაჩენს ეხმაურება
* "საქართველოში ვერ დავბრუნდები, იქ სიკვდილით მემუქრებიან" - დემნა გვასალია
1756307922
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია სამანტა პაუერის განცხადებაზე: ჩვენ გაცილებით ადრე დავიწყეთ ამაზე საუბარი, მიუხედავად ამისა, ვხედავთ [ტრამპის ადმინისტრაციისგან] დუმილს, გვიჩნდება კითხვა, რა ხდება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით
„მიუხედავად იმ დიდი სკანდალისა, რაც ვნახეთ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და ვნახეთ, რომ USAID-ის საქმიანობა, ფაქტობრივად შეჩერებულია, ყოველ შემთხვევაში 90% პროგრამებისა...
1756302971
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: რეფორმამდე ადგილი ჰქონდა ერთი და იგივე მომხმარებლის სხვადასხვა მიმწოდებელთან რეგისტრაციას, მსგავსი პრაქტიკა უკვე რადიკალურად შეიცვალა და კიდევ უფრო დადებითისკენ შეიცვლება მომავალში
„რეფორმის განხორციელების პროცესში გამოვლინდა იმ მასშტაბის მანკიერებები, რაც ადასტურებს, რომ ცვლილებები უდავოდ დროული და აუცილებელი იყო. მიმდინარე პროცესებმა ცალსახად დაადასტურა, რომ რეფორმა სწორად დაი...
1756302534
მსოფლიოდონალდ ტრამპი: სოროსმა და მისი ფსიქოპათების ჯგუფმა ჩვენს ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა! ფრთხილად იყავით, თვალს გადევნებთ!
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში წერს, რომ ჯორჯ სოროსს და მის ვაჟიშვილს აშშ-ის ტერიტორიაზე ძალადობრივი პროტესტების მხარდაჭერის გამო ბრალდება უნდა წარუდგინონ. „ჯორჯ სოროსს და მის...
1756300477
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6968 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6974 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1756298736
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: გარე აქტორებს არ აწყობთ, რომ გამჭვირვალე იყოს ის ფული, რაც ტრიალებს მდიდარი „ენჯეოების“ ხელში, რადგან ისინი გარე აქტორებისთვის არიან ინსტრუმენტები, ქვეყანაში მოახდინონ ქაოსი
„გარე აქტორებს არ აწყობთ, რომ გამჭვირვალე იყოს ის ფული, რაც ტრიალებს მდიდარი „ენჯეოების“ ხელში, რადგან ისინი გარე აქტორებისთვის არიან ინსტრუმენტები, ქვეყანაში მოახდინონ ქაოსი“, - ამის შესახებ ფრაქცია...