ისტორიული მსოფლიოს ჩემპიონატი ქართული ძიუდოსთვის

ყატარის დედაქალაქ დოჰაში დასრულდა მსოფლიოს ინდივიდიუალური ჩემპიონატი ძიუდოში, რომელიც ქართული ძიუდოსთვის ისტორიული გამოდგა.
საქართველოს ნაკრების წევრებმა შეძლეს 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება და ისტორიაში პირველად ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
ჩემპიონები გახდნენ: ტატო გრიგალაშვილი(81კგ) და ლუკა მაისურაძე(90კგ), ვერცხლის მედალი მოიპოვა ლაშა ბექაურმა(90კგ), ხოლო ბრინჯაო დებიუტანტმა გიორგი სარდალაშვილმა(60კგ).
ისტორიაში პირველად ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე 2 მსოფლიოს ჩემპიონი პირველად გვყავს და პირველად შედგა ქართული ფინალიც 90კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძესა და ლაშა ბექაურს შორის, ასევე ტატო გრიგალაშვილი გახდა პირველი 2-გზის მსოფლიოს ჩემპიონი.
დღეს გუნდური პირველობა გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქე პირველ ეტაპზე მონღოლეთის ნაკრები იქნება.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მის გამოსვლას ეხებოდა, სადაც მან ვერცხლის მედალი მოიპოვა:
„მე იმ 300 არაგველის შთამომავალი ვარ! საქართველოს შვილი, იმ გმირი წინაპრების სისხლი ჩემშია ვგრძნობ, ვგრძნობ, რომ საქართველო ჩემშია და ყოველ წამს ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართველად დავიბადე, ამისთვის უდიდესი მადლობა უფალს! უდიდესი მადლობა ქართველ ხალხს, უდიდესი მადლობა ჩემს გულწრფელ გულშემატკივარს, მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებაც და დამარცხებაც ყველაფერი ეს ღმერთის ნება იყო. მადლობა ღმერთს, იყო ქართული ფინალი და მადლობა ღმერთს, რომ დღე ქართული ჰიმნით დასრულდა. ძლიერი მაშინ ვიქნები, თუ უფრო ძლიერი ვიქნები ხვალ! და შევძლებ მივიღო მარცხი ისე ვაჟკაცურად, როგორც გამარჯვება, ქართველობა რთულია და მიხარია თუ ჩემი საქმით შემიძლია ვიქართველო, შემიძლია სიხარულის ცრემლებით გატიროთ და სახეზე თუნდაც რამდენიმე წამით ღიმილი მოგანიჭოთ. მიყვარხართ! მიყვარხართ! მიყვარხართ! ვიომებ იქ, სადაც ჩემს სამშობლოს დავჭირდები და კიდევ ერთხელ მიყვარხართ! მადლობა უფალს იმისთვის, რომ მომცა ის, რითაც შემიძლია ჩემი სამშობლო ვაამაყო და ჩემებმა იცოდნენ, რომ მათ ჰყავთ ლაშა ბექაური, პატარა და "ყველაზე დიდი ქვეყნიდან", რომელიც მსოფლიოს აზანზარებს“
1686253094
ემიგრაციასაქართველოში დაბრუნებულ 100 მიგრანტს გრანტი გადაეცემა
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 100 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტი გადაეცემა. დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო...
1686165381
სპორტი15-წლამდე მოჭიდავეების ტრიუმფი რუმინეთში-24 მედალი!
რუმინეთის ქალაქ კლუჟში, იოან მურესანისა და ვალერიუ ბულარკას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დასრულდა-11 ოქრო, 6 ვერცხლი და 7 ბრინჯაო!საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავ...
1686147510
ემიგრაციარა შეიცვალა "აზილოს" მოთხოვნის წესებთან დაკავშირებით და რატომ აღარ იღებენ ახალ განაცხადებს
საემიგრაციო მედიაპლატფორმა Exclusivetv.ge-ს, იტალიაში მყოფმა ემიგრანტმა დახმარებისთვის წერილობით მომართა: „მოგმართავთ, ქართველი საემიგრაციოს სახელით და გთხოვთ იქნებ მივაწვდინოთ ხმა, ქართული საემიგრაც...
1686080217
სპორტივილი სანიოლის პრესკონფერენცია საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩების წინ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ივნისის შეკრების დაწყებამდე პრესკონფერენცია სასტუმრო პულმანში გამართა. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუ...
1686054294
სპორტისაფეხბურთო სეზონის დასასრული და ქართველი ფეხბურთელების შთამებჭდავი მონაგარი
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში საფეხბურთო ჩემპიონატები, რომლებიც შემოდგომა-გაზაფხულის პრინციპით მიმდინარეობს, დასრულდა ან დასასრულს მიუახლოვდა. ქართველი ფეხბურთელების, რომლებიც მიმოფანტული არიან როგ...