სანდრო ბაზაძის ვერცხლი სეულის გრან-პრიზე
მსოფლიოს N1 ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სეულის უპრესტიჟულეს გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელია.
წლის მესამე დასკვნით გრან-პრიზე ქართველმა მოფარიკავემ ტურნირი T64-დან დაიწყო და ფინალამდე ყველა მეტოქის დამარცხება შეძლო, ფინალში კი მსოფლიო რეიტინგის ყოფილ ლიდერ სამხრეთ კორეელ სანგუკ ოს შეხვდა და დრამატულ ბრძოლაში 15:14 დამარცხდა.
T64: სანდრო ბაზაძე-ჰაიატო ცუბო(იაპონია) 15:11,
T32: სანდრო ბაზაძე-ფარას არფა(კანადა) 15:13,
T16: სანდრო ბაზაძე-ალი პაკდამანი(ირანი) 15:9,
T8: სანდრო ბაზაძე-ჯუნჰო კიმი(სამხრეთ კორეა) 15:11,
1/2 ფინალი: სანდრო ბაზაძე-მატეო ნერი(იტალია) 15:14,
ფინალი: სანდრო ბაზაძე-სანგუკ ო(სამხრეთ კორეა) 14:15
შეგახსენებთ, რომ 2022/23 წლების სეზონის პირველ გრან-პრიზე ტუნისში სანდრო ბაზაძემ ოქროს მედლის მოგება შეძლო, ხოლო მეორე გრანპრიზე მონრეალში ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ასევე გრძელდება ქართველი მოფარიკავეს უნიკალური სერია: სანდრო ბაზაძე გასული სეზონიდან მოყოლებული ზედიზედ მეათე პრესტიჟული ტურნირის(მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან-პრი, მსოფლიო თასი) საუკეთესო სამეულშია. სულ მალე სანდრო მონაწილეობას მიიღებს ევროპულ თამაშებზე, რომელიც პოლონეთში 21 ივნისიდან დაიწყება და კვლავ შეეცდება მედლის მოპოვებას და სერიის გაგრძელებას.
1714066526
საზოგადოება„იზრუნე სხვებზე, თუ გსურს, სამყარომაც იზრუნოს შენზე... უკვე მოიფიქრე, რას გააკეთებ სხვისი ღიმილისთვის?“ - გია მურღულია
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ურთიერთობებზე საუბრობს. „გათენდა - ის.გამითენდა - ის მე...
1714065355
ახალი ამბები„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი“- სოზარ სუბარი
„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი,“ - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ განცხადებას პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი. მისი თქმით, საქართვ...
1714065155
სპორტივაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია
ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ) ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატისოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალში თურქი მუჰამედ დემირელი დაამარცხა და კარიერაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის წოდება....
1714061589
ახალი ამბებიკახა კალაძე: დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში
დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალ...
1714060591
ახალი ამბებისინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც, - ამის შესახებ ინფორმაცი...