24 არხი: სავარაუდოდ, უკრაინელი დამცველები დონეცკის აეროპორტში შევიდნენ

უკრაინელი დამცველები 10 სექტემბერს, სავარაუდოდ, დონეცკის აეროპორტში შევიდნენ. აღმოსავლეთში უკრაინის შეიარაღებული ძალების აქტიური კონტრშეტევა გრძელდება. ამის შესახებ "24 არხს" დაზვერვის წყაროებმა განუცხადეს.

აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის წარმომადგენელმა სერგეი ჩერევატიმ განმარტა, რომ აეროპორტი საშინელ მდგომარეობაშია, ამიტომ უკრაინელი ჯარისკაცები ძნელად შეძლებენ მის გამოყენებას რაიმე მიზნით.

დონეცკის აეროპორტში უკრაინის შეიარაღებული ძალების სავარაუდო შესვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, დენის პუშლინმა დონეცკი დატოვა.

10 სექტემბრის მდგომარეობით, უკრაინელმა მებრძოლებმა უკვე გაათავისუფლეს ბალაქლეია, კუპიანსკი, იზიუმი, შევიდნენ ლისიჩანსკის გარეუბანში და ლიმანთან იბრძვიან.

"24 არხს" სამხედრო სამართლებრივი კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე მუსიენკომ განუცხადა, რომ ეს ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინელი სამხედროები გააქტიურდნენ არა მხოლოდ ხარკივის მიმართულებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა ხერსონის რაიონში გრძელდება. ახლა კი დადებითი სიახლეებია დონბასიდან. აშკარაა, რომ დამპყრობლები ამას არ ელოდნენ.

"ასეთი ცნობები [უკრაინის შეიარაღებული ძალების დონეცკის აეროპორტში შესვლისა და პუშილინის გაქცევის შესახებ ] ძალიან მაგარია. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინული ძალები გაძლიერდნენ არა მხოლოდ ხარკოვის რეგიონში, არამედ სხვა რაიონებშიც. და მათ შეუძლიათ კარგი ტაქტიკური წარმატებების მიღწევა. არა მგონია, მტერი ამას მოელოდა."- განაცხადა მუსიენკომ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 რა გელოდებათ დღეს? - 11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

🔵 "პატივისცემა საქართველოს. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ხვიჩა პირველია!" - სპალეტი მატჩის შემდგომ

🔵 "პოლიტიკაში მობრუნება იქნება სიგიჟე და მამაჩემი არ მგონია გიჟი" - ედუარდ სააკაშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715146389

ახალი ამბები

გავრცელდა ფარული ჩანაწერი სადაც, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის

საინფორმაციო სააგენტო for.ge ფარულ ჩანაწერებს ავრცელებს. მასალის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის, თუმცა, სააგენტოს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში ისმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზი...

ოპოზიციონერი ლიდერები

1715114227

საზოგადოება

შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ მისამართები

ხვალ, 8 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.  ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა...

შუქი დენი

1715113429

ჰოროსკოპი

8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ამ დღეს გარემოებები ისე სწრაფად იცვლება, რომ მოულოდნელ პრობლემებზე სწრაფი რეაგირებისთვის უნდა მოემზადო...

ააა

1715111015

საზოგადოება

„პრეტენზია არ გიჩნდებათ, სხვა ყველგან თუ შეიძლება უცხო გავლენების კონტროლი, საქართველოში რატომ გაპროტესტებინებენ?“ - ზურაბ ქადაგიძე

„ჩაგძახეს, მიგითითეს, დაგქოქეს და „მიგაქსიეს” სახელმწიფოს წინააღმდეგ. თქვენ კი უაპელაციოდ მზად ხართ, ეს ქვეყანა ნაწილ-ნაწილ დაშალოთ?", - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალ...

ანალიტიკოსი

1715105826

ახალი ამბები

„გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“ - „იმედის“ განცხადება

„სოციალურ ქსელში სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტელეკომპანია „იმედის“ ვებგვერდი ჰაკერული ჯგუფების ხელშია, სიმართლეს არ შეესაბამება“, -  აღნიშნული განცხადება „იმედმა“ გ...

იმედი - ტელეკომპანია