გალკინის შემდეგ რუსი სამართალდამცავები ალა პუგაჩოვას პერსონით ინტერესდებიან

რუსული ესტრადის პრიმადონას, ალა პუგაჩოვას  პერსონით, სამართალდამცავი სტრუქტურები ინტერესდებიან. როგორც ქსენია სობჩაკი თავის ბლოგში წერს, რომ ამის მიზეზი, პუგაჩოვას ხმაურიანი პოსტი გახდა, რომლითაც მან ხელისუფლებას მიმართა და სთხოვდა-ქმრის მსგავსად, ისიც გამოეცხადებინათ უცხო ქვეყნის აგენტად.

მომღერალი ალა პუგაჩოვა, ქმართან, შოუმენ მაქსიმ გალკინთან ერთად, უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, რუსეთიდან წავიდა. სამშობლოში მომღერალი აგვისტოს ბოლოს, შვილებთან ერთად დაბრუნდა. რუსეთში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა მაქსიმ გალკინი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შოუებს მართავს.

ალა პუგაჩოვამ, რამდენიმე დღის წინ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაწერა:

"მივმართავ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გთხოვთ, შემიყვანოთ უცხო ქვეყნის აგენტების სიაში, რადგან სოლიდარული ვარ ჩემი ქმრის - წესიერი, პატიოსანი და გულწრფელი ადამიანის, რუსეთის ნამდვილი და მოუსყიდველი პატრიოტის, რომელსაც მისი სამშობლოს აყვავება, მშვიდობიანი ცხოვრება და სიტყვის თავისუფლება სურს, ასევე, სურს შეწყდეს ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვა ილუზორული მიზნებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას გარიყულს ხდის და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას ართულებს," - წერდა პუგაჩოვა.

პოლიციაში შევიდა საჩივარი, სადაც რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე აღნიშნავს, რომ მომღერალი რუს ჯარისკაცებს შეურაცხყოფს. ამასთან, საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ პუგაჩოვა "უცხო ქვეყნებისგან მხარდაჭერას იღებს."

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"კაცობრიობა მეორედ მოსვლის მოლოდინში – სატანის ხელწმიფებას მალე დაუდგება ბოლო" - იოანე სან-ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსი

🔵რა გელოდება დღეს? - 23 სექტემბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716102575

ახალი ამბები

მკვლელობა სამეგრელოში - ერთი მოკლული და 2 დაჭრილი

სენაკის მუნიციპალიტეტში, გორის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ერთი ახალგაზრდა კაცი და დაჭრილია 2 პირი. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. „exclusivetv“ დამატებით დეტალებს შინაგა...

პოლიცია

1716065054

ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, გადაწყვეტილება მშვიდად და აუჩქარებლად უნდა მიიღოთ. საკუთარ თავს ფიქრისა დ...

ჰოროსკოპი

1716062964

საზოგადოება

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრები საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრები მოლდოვაში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი გაიმართება. კიშინეუში დაგეგმილ შეჯიბრებაში, მასპინძელი მოლდოვისა და საქართველოს გარდა, კიდევ ექვსი ქ...

 სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრები

1716056872

მსოფლიო

წყალდიდობა ავღანეთში - დაღუპულია მინიმუმ 68 ადამიანი

 უჩვეუოდ ძლიერმა სეზონურმა წვიმებმა ავღანეთში წყალდიდობა გამოიწვია, რასაც სულ მცირე 68 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News  თალიბანის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გა...

ააა

1716053547

მსოფლიო

სიახლე რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელსაც მესამე ოპერაცია ჩაუტარდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, როგერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა - ამის შესახებ ინფორმაციას Bild ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რობერტ ფიცოს დღეს კიდევ ერთი, 2-საა...

რობერტ ფიცო