ევროპარლამენტის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო ირაკლი ღარიბაშვილ მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დევიდ სასოლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის  მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აღნიშნავს, რომ დევიდ სასოლი ნამდვილი, ერთგული ევროპელი და საქართველოს დიდი მეგობარი იყო.

„მწუხარებას გამოვთქვამ ნამდვილი, ერთგული ევროპელის და საქართველოს დიდი მეგობრის - ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დევიდ სასოლის გარდაცვალების გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ დევიდ სასოლის ოჯახს და ახლობლებს“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, დავიდ სასოლი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. პოლიტიკოსი გასული ორი კვირის განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა, რის გამოც ყველა ოფიციალური შეხვედრა გააუქმა.

სასოლი საავადმყოფოში წინა თვეში გადაიყვანეს, იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული გართულებებით. ხოლო გასული წლის სექტემბერში მას ჰოსპიტალში მკურნალობა მძიმე ფორმის პნევმონიასთან გასამკლავებლად დასჭირდა, თუმცა შემდეგ, ნოემბრამდე განაგრძობდა პოლიტიკურ საქმიანობას.

მან 30-წლიანი ჟურნალისტური კარიერა 2009 წელს დაასრულა და ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ევროპარლამენტარად არჩევიდან 10 წლის შემდეგ, 2019 წელს ის ევროპარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს.

ასევე საინტერესოა:

🔵 „ბიძინას მონები ხართ თქვენ!“ - მამუკა ხაზარაძე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

🔵 დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

🔵 შესაძლოა დღიურად 60 000-მდე შემთხვევა იყოს თებერვალში - ამირან გამყრელიძის საგანგაშო პროგნოზი

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714504729

ახალი ამბები

„აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ასევე, მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა საგანი“ - შსს

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“, - აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს...

შსს

1714499670

სოციალური მედია

„მეკითხებიან რატომ გავქრი ტელეეკრანებიდან მიზეზი სწორედ ეს იყო...“ - კესარია აბრამიძის სკანდალური აღიარება

ფოტომოდელი კესარია აბრამიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ 2-წლიანი ტოქსიკურ ურთიერთობა დაამთავრა, სადაც  მანიპულაციის და ძალადობის ქვეშ უწევდა ყოფნა. როგორც იგი წერს, ქვეყანა დატოვა,...

 კესარია აბრამიძე.

1714498952

საინტერესო ამბები

„გარდაიცვლება ცნობილი პიროვნება“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ახალ წინასწარმეტყველების შესახებ წერს.  „ახალი წინასწარმეტყველება - 30.04.2024 უახლოეს მომავალზე… თეთრი ქვების თოვა, რაც იქნება დამაზიანებელ...

ზოგადი

1714497759

ახალი ამბები

„შსს აქციის თითოეულ მონაწილეს მოუწოდებს, არ დაარღვიონ კანონი და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში“ - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მიმართავს. „პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორი...

შენობა

1714496770

ახალი ამბები

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისთვის მეორე მოსმენით კენჭისყრა გადაიდო

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისთვის მეორე მოსმენით კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო. ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „ფაქტია,...

პარლამენტი