“გადმობრალების” პრინციპი და იტალიური ბიუროკრატია, რომელიც განსაკუთრებით ემიგრანტებს ჩაგრავს
ემიგრაციაში მყოფი პირებისთვის ერთ-ერთ პრობლემურ საკითხს წარმოადგენს რესპუბლიკის სხვადასხვა ოფიციალურ უწყებებთან თუ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია. რიგ ლოგიკურ მიზეზთა გამო, რთულია ქვეყნის კანონმდებლობის სრულფასოვნად შესწავლა და შესაბამის საკითხებში გარკვევა. ხშირად, მსგავსი ისტორიები ემიგრანტს მეტად უმძიმებს ყოფას და სტრესულ მდგომარეობაში აყენებს.
ჩვენი კორესპონდენტი მილანიდან, იტალიის ფოსტასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული ინციდენტის შესახებ გვიყვება:
PostaItalia-ს მომსახურე პერსონალის უპასუხისმგებლობას ზღვარი არ აქვს. ლომბარდიის რეგიონში თითქმის ყველა “ჩამოსულს” ჰქონია ერთხელ მაინც მათთან შეხება. თუ ენის ბარიერი გაქვს, ხომ საერთოდ წასულია შენი საქმე.
ვიცით რომ იტალიაში თითქმის, ერთი თვეა ყველა დაწესებულებაში შესვლა თავისუფალია, თუმცა ფოსტის კარი მაინც დახურულია. საათიანი რიგები შესასვლელთან, უამრავი ხალხი ლოდინის რეჟიმში. კარის გასაღები ღილაკი სკოჩით ამოქოლილი, თან აწერია - “ზარი არ დარეკოთ”, - წუხდებიან რა ქნან. ბოლოს თუ გაგიმართლა შესვენებამდე შედიხარ, თუ არადა ცხვირწინ, უხეში მზერით და აქეთ საყვედურით გიხურავენ კარს.
წესით, postaitalia ერთ-ერთი ის დაწესებულება უნდა იყოს, რომელიც ყველაზე ოპერატიულად და გამართულად უნდა მუშაობდეს თუმცა არა, დამღლელი რიგის შემდეგ შესვლისთანავე, დაძაბულ და გაღიზიანებულ ოპერატორებს კითხვასაც კი ვერ დაუსვამ, უხეში პასუხი რომ არ მიიღო… ყველაფერი უნდა იცოდე აბა რა, თუ არ იცი და მაინც ჰკითხე, ორ სიტყვას გესვრიან და თუ კითხვა შეუტრიალე დასაზუსტებლად, მაშინვე აგრესიაზე გადმოდიან… კარგად თუ არ ხარ ინფორმირებული, დახმარებაზე ხომ საუბარი ზედმეტია, ისე გამოხვალ იქიდან ნახევარი საქმე გასაკეთებელი დაგრჩება… ფოსტა, ელემენტარულად კონვერტს არ გაძლევს წერილის ჩასადებად, - არ აქვთ! გაგზავნიან საყვედურებით საყიდლად, ესეც უნდა იცოდეთ! საკითხის გარკვევისას ისე გეჩხუბებიან თითქოს მათი გმართებდეს რამე, ხოლო განსაკუთრებული აგრესია ემიგრანტებზე მოდის. გადმობრალების და ჩაგვრის ინსტინქტი საუკეთესოდ აქვთ განვითარებული. “ყოვლისმცოდნე” უვიცების მსხვერპლი ემიგრანტებში ძალიან ბევრია…
ქართველი ემიგრანტების საყურადღებოდ, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ენის ბარიერი აქვს, როცა ამ დაწესებულებაში მოგიწევთ წასვლა, აუცილებლად ან მოიძიეთ წინასწარ ყველა ინფორმაცია, ან გაიყოლეთ ენის მცოდნე და მეტ-ნაკლებად ინფორმირებული ადამიანი, რათა დრო, ნერვები და ენერგია ტყუილად არ დაკარგოთ.
ანუკა ღონღაძე. იტალია. მილანი
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 არალეგალურად დასაქმებული ჭურჭლის მრეცხავი, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა
📌 გაიცანით სოფია ღურწკაია - ოქროს მედლის მფლობელი და წარმატებული სპორტსმენი იტალიაში
1770274198
მსოფლიოზელენსკი იმედოვნებს, რომ ომი უკრაინაში ერთ წელზე ნაკლებ დროში დასრულდება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუს დროს იმედი გამოთქვა, რომ მის ქვეყანაში ომი ერთ წელზე ნაკლებ დროში დასრულდება. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, დასრულდება, თუ არა ომი, როცა...
1770274022
საზოგადოება„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: მზად ვართ, ხელისუფლებასთან პირისპირ დებატებში არგუმენტირებულად დავამტკიცოთ დღევანდელი საგარეო პოლიტიკის უკიდურესი მავნებლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო დროს საზოგადოებაში სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა — არის კი მართებული და ეროვნულ ინტერესებთან, მათ შორის ქ...
1770273041
ახალი ამბებილევან კოჭლოშვილი: დემოკრატია ორმაგი სტანდარტებით ვერ იარსებებს, დემოკრატიული ღირებულებები მხოლოდ განცხადებებით არ იზომება - ისინი კონკრეტული ქმედებებით უნდა დადასტურდეს
„ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშს გამოეხმაურა სახელწოდებით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ევროპის ათწ...
1770271522
საზოგადოებათამარ იოსელიანი: შუა დერეფანი უნდა მუშაობდეს როგორც ერთი სისტემა - დაკავშირებული ფიზიკურად, სინქრონიზებული ციფრულად და კოორდინირებული ინსტიტუციურად - საქართველო დღეს ამ დერეფნის საკვანძო რგოლია
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მნიშვნელობის ზრდაზე და საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშის, როლის გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარე...
1770270992
ახალი ამბებიქადაგიშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ანგარიშზე: ვიხილეთ, ევროპაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, როგორ ხდებოდა ჩარევა - ამიტომაც, ამ მანიპულაციების დასაზღვევად გვიწევს გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების გატარება
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ანგარიშს აფასებს. მისი თქმით, ანგარიშის საშუალებით ყ...





























