პირი, რომელიც ამტკიცებდა, რომ 2011 წელს მარიხუანა ჩაუდეს და 3 წელი მიუსაჯეს - სააპელაციო სასამართლომ გაამართლა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის გამო მსჯავრდებული პირი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამართლდა, - ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

საქმე ეხება 2021 წლის 17 ივნისს, საქმეზე "შუბითიძე საქართველოს წინააღმდეგ" მიღებულ გადაწყვეტილებას. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მას 2011 წელს მარიხუანა პოლიციელებმა ჩაუდეს.

"ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მომჩივანი პოლიციელებმა დააკავეს 2011 წლის 26 ივნისს ეჭვის საფუძველზე, რომ თითქოს იგი იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მომჩივანი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ ტესტირების მომენტში არ იყო, თუმცა, მის შარდში აღმოჩნდა კანაბისის კვალი. ამასთან, პოლიციელებმა მომჩივანს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სასამართლოს განჩინების გარეშე, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის პროცესს მოწმეები არ დასწრებიან. ჩხრეკის ოქმიდან ირკვევა, რომ მომჩივნის ფეხსაცმლიდან ამოიღეს ორი პაკეტი, რომელშიც მწვანე ფერის ნივთიერება იყო მოთავსებული. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული ნივთიერება იყო 8 გრამი მარიხუანა", - წერია განცხადებაში. 

სასამართლომ მას 3-წლიანი თავისუფლების აღკვეთა და 2 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა მიუსაჯა. პირს ასევე, 5 წლით შეეზღუდა სატრანსპორტო საშუალების მართვის  და კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა საქმიანობის განხორციელების უფლება.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა და მის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-6 (1) მუხლი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სააპელაციო სასამართლოს მიმართა განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით.

2022 წლის 18 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გაიზიარა წარდგენილი შუამდგომლობა და 2022 წლის 18 ნოემბრის განაჩენით სასჯელმოხდილი პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით მიიღო გამამართლებელი განაჩენი.

ასევე საინტერესოა:

🔵  ვინ არის ქართველი, რომელმაც The Voice of Greece-ის ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა

🔵  ანტიბიოტიკიც დაუნიშნა და კბილებზე რენტგენის გადაღება მოსთხოვა - რას ჰყვებიან 9 წლის გოგონაზე, რომლის გარდაცვალებასაც კბილის ამოღების შემდგომ გართულებას უკავშირებენ

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714142251

საზოგადოება

„კარგად მახსოვს, როგორ დავიწყეთ და ჩაერთო უამრავი ადამიანი მის მშენებლობაში“ - რას წერს თიკო ჩხეიძე

მოდელმა თიკო ჩხეიძემ სოციალურ ქსელში ტაძრის ფოტოები გაავრცელა, რომელიც თავისი გარდაცვლილი შვილის სახელზე აშენდა. ტატა 11 წლის ასაკში დაიღუპა. „ეს კი ტატას სახელზე აშენებული ტაძარია, მადლობა უფალს, მის...

თიკო ჩხეიძე

1714140047

სპორტი

„კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გაგრძელება არ სურს, რადგან „ბარსელონა“ იწვევს“ - Gazetta dello Sport

„ნაპოლის“ ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე უარს ამბობს, „ბარსელონა“ ვითარებას აკვირდება. ქართველმა ვარსკვლავმა, შესაძლოა, კლუბი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს...

ააა

1714139658

ახალი ამბები

„ხანდახან ცხენს მეძახიან, იმდენს ვმუშაობ...“ - სალომე ჭაჭუა

სალომე ჭაჭუა ერთ-ერთი პოპულარული პროფესიონალი მოცეკვავეა, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჭაჭუამ ლათინო-ამერიკული ცეკვის კარიერა საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყო. წლებია მას საზოგადოება...

სალომე ჭაჭუა

1714138039

საზოგადოება

27-28 აპრილის ამინდის პროგნოზი

26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც. თბილისში შენარჩუნებული ი...

ააა

1714137042

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6760 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6859 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ააა