ისტორიული ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატზე და ოლიმპიადის ლიცენზიასთან ახლოს

ყატარის დედაქალაქ დოჰაში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, რომელიც ისტორიული გამოდგა ქართული ძიუდოსთვის როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ პირველობაში.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს პირველი მედალია მსოფლიოზე მას შემდეგ, რაც ნაკრებები შერეული პრინციპით-გოგონები და ვაჟები ასპარეზობენ.
ქართველმა ძიუდოისტებმა ბრინჯაოსთვის გადამწყვეტ შეხვედრაში გერმანიის ნაკრები დამაჯერებლად, 4:2 დაამარცხეს. ეთერ ასკილაშვილმა და სოფიო სომხიშვილმა თავიანთი ბრძოლები დათმეს, მაგრამ ლაშა შავდათუაშვილმა, ლაშა ბექაურმა და გურამ თუშიშვილმა აჯობეს მეტოქეებს, ხოლო გადამწყვეტ, მე-6 ბრძოლაში ეთერ ლიპარტელიანმა სეიჯა ბალჰაუსი ვაზარით დაამარცხა და საქართველო ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
აღსანიშნავია ასევე, რომ ამ ბრინჯაოს მედლით საქართველოს ნაკრები პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ პირველობაში მონაწილეობის ლიცენზიას ერთი ნაბიჯში მიუახლოვდა.
საქართველოს ნაკრებმა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა A ჯგუფში დაიწყო, სადაც მონღოლეთი (4:2) და ბრაზილია (4:3) დაამარცხა, ხოლო შემდეგ იაპონიასთან წააგო (1:4) და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც უზბეკეთის ნაკრებთან გაიმარჯვა (4:2).
მსოფლიოს ჩემპიონი იაპონიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში დრამატულ ბრძოლაში 4:3 აჯობა საფრანგეთის ნაკრებს. ბრინჯაოს მედალი კი საქართველოს გარდა, ნიდერლანდების ნაკრებსაც ერგო, რომელმაც მაროკოს ნაკრები დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების წევრებმა ინდივიდუალურ პირველობაზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი(81კგ) და ლუკა მაისურაძე(90კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა(90კგ) მოიპოვა, ხოლო ბრინჯაო გიორგი სარდალაშვილმა(60კგ).
დამოუკიდებელი ქართული ძიუდოსთვის რამდენიმე ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა:
-პირველად ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მსოფლიოს ჩემპიონი გვყავს;
-ტატო გრიგალაშვილი გახდა პირველი 2-გზის მსოფლიოს ჩემპიონი;
-პირველად შედგა ქართული ფინალი მსოფლიოს ჩემპიონატზე, 90კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური დაუპირისპირდნენ;
-ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში პირველად მოვიპოვეთ ლიდერობა;
-გუნდურ შეჯიბრებაში შერეული პრინციპით პირველად მოვიპოვეთ მედალი;
-პირველად მოვიპოვეთ ოლიმპიადის ლიცენზია გუნდურ პირველობაში.
1686253094
ემიგრაციასაქართველოში დაბრუნებულ 100 მიგრანტს გრანტი გადაეცემა
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 100 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტი გადაეცემა. დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო...
1686165381
სპორტი15-წლამდე მოჭიდავეების ტრიუმფი რუმინეთში-24 მედალი!
რუმინეთის ქალაქ კლუჟში, იოან მურესანისა და ვალერიუ ბულარკას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დასრულდა-11 ოქრო, 6 ვერცხლი და 7 ბრინჯაო!საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავ...
1686147510
ემიგრაციარა შეიცვალა "აზილოს" მოთხოვნის წესებთან დაკავშირებით და რატომ აღარ იღებენ ახალ განაცხადებს
საემიგრაციო მედიაპლატფორმა Exclusivetv.ge-ს, იტალიაში მყოფმა ემიგრანტმა დახმარებისთვის წერილობით მომართა: „მოგმართავთ, ქართველი საემიგრაციოს სახელით და გთხოვთ იქნებ მივაწვდინოთ ხმა, ქართული საემიგრაც...
1686080217
სპორტივილი სანიოლის პრესკონფერენცია საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩების წინ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ივნისის შეკრების დაწყებამდე პრესკონფერენცია სასტუმრო პულმანში გამართა. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუ...
1686054294
სპორტისაფეხბურთო სეზონის დასასრული და ქართველი ფეხბურთელების შთამებჭდავი მონაგარი
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში საფეხბურთო ჩემპიონატები, რომლებიც შემოდგომა-გაზაფხულის პრინციპით მიმდინარეობს, დასრულდა ან დასასრულს მიუახლოვდა. ქართველი ფეხბურთელების, რომლებიც მიმოფანტული არიან როგ...