ვინ არის ამერიკული ჟურნალის გარეკანზე მოხვედრილი ქართველი ემიგრანტი?!

დაახლოებით, ემიგრანტების 60-70% საკუთარ ქვეყანაში ოჯახის, მეგობრებისა და ახლობლების გარდა, წლობით ნაშენებ, ან თუნდაც, საწყის ეტაპზე მყოფ კარიერას, საყვარელ საქმესა და ინტერესებს ტოვებს! ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ყველაზე მეტად, სწორედ, ეს ამძიმებს ემიგრანტის მდგომარეობას. მეც ხშირად მითქვამს და სხვებისგანაც არაერთხელ მომისმენია, რომ “სხვის ქვეყანაში ჩვენი დიპლომები და პროფესიული გამოცდილება, არავის აინტერესებს!” როცა მშობლიური ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილებას ვიღებთ, ფიზიკურად მუშაობის ფსიქოლოგიური მზაობაც უნდა გვქონდეს. პროცენტულად ძალიან ცოტას უმართლებს, როცა სხვის ქვეყანაში, სადაც, ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჩავიდა, საყვარელი საქმის კეთების შესაძლებლობა ეძლევა.

იმის გათვალისწინებით, რომ ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ, ჩემი რესპონდენტის “მიმდევარი”, შესაძლოა, თითოეული თქვენგანი იყოს. ბოლო რამდენიმე თვეა სოციალური ქსელი ერთი ქართველი გოგონას ვიდეოებმა მოიცვა, რომელიც ამერიკაში მისი ცხოვრების ყოველდღიურობის შესახებ გვიყვება. Keli Stone-ის ვიდეოებს საკმაოდ მრავალრიცხოვანი აუდიტორია ჰყავს. ძვირფას ქვებზე, კრისტალებზე, ხელნაკეთ სამკაულებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე ინფორმაციის მიღების პრაქტიკულობას, ვიდეოების ქრონომეტრაჟი ქმნის.

ExclusiveTV დაინტერესდა ვინ არის მარი დუა და როგორ მიაღწია იმას, რომ საყვარელი საქმე, ამერიკაში, ასეთი წარმატებით ეკეთებინა?!

მარი დუა 90-იანი წლების საქართველოში, მხატვრების ოჯახში დაიბადა. ბავშვობიდანვე მისი ინტერესის სფერო მუსიკა, კინო, ლიტერატურა და ზოგადად, ხელოვნება იყო. სწორედ, ამ სიყვარულმა გააცნო არაერთი საინტერესო დარგი. საწყის ეტაპზე, განსაკუთრებული ინტერესი მუსიკის მიმართ გაუჩნდა. ხელოვნებისადმი მარი დუას დამოკიდებულებას მოთხრობებისა და ესეების წერაც ამრავალფეროვნებდა. სწორედ, ამ ინტერესმა და წერის სიყვარულმა წარმოქმნა იდეა, პირველი ბლოგი ქვების შესახებ გაეკეთებინა. ინფორმაციის გაზიარების შემდეგ მარი დუას ინტერესის სფერო დღითი დღე იზრდებოდა, გადაწყვიტა ხელნაკეთი სამკაულების შექმნა და სხვადასხვა ქვეყნებიდან კრისტალების ჩამოტანა. ერთი კონკრეტული პროფესია არ აქვს, რამდენიმე სფეროშია ჩართული: ძირითადად დაკავებულია სამკაულის დიზაინების შექმნით, ასევე, არის გრაფიკოსი, ანიმატორი, მინანქრის ტექნიკოსი, მუსიკოსი და ა.შ.

მის შესახებ, კიდევ ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო დეტალზე, მარი დუა ExclusiveTV-ის მკითხველს თავად უამბობს:

 

Keli’s Blog-იდან

KeliStone-მდე

 

ნელ-ნელა ჩემმა ბლოგმა ქართველი მკითხველი მოიზიდა  და საკმაოდ პოპულარული გახდა. ბლოგს თავიდან ჩემი მეტსახელის გამო Keli's Blog - დავარქვი. სახელი, კელი წლების განმავლობაში სასცენო ფსევდონიმი იყო. მიყვარს საინტერესო სახელების მოგონება (იცინის). ჩემს მაღაზიაში 300 ზე მეტი ნივთია და ყველას თავისი სახელი ჰქვია. “ფეისბუკის” გვერდის გახსნის შემდეგ კი სახელწოდება KeliStones-ით შევცვალე. მალევე შევქმენი საიტი Kelistones.ge - სადაც გავაზიარე პირველი ქართული ონლაინ ენციკლოპედია მინერალების შესახებ.  ენციკლოპედიაზე მუშაობას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა და გამოქვეყნების შემდეგ, საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ვებ-საიტს დღემდე უამრავი მკითხველი ჰყავს.

 

პირველი ნაბიჯები ამერიკაში…

 

2018 წელს თბილისში ჩავატარე ხელნაკეთი სამკაულისა და კრისტალების გამოფენა “Crystal Springs”, რის შემდეგაც რამდენიმე თვეში მიმიწვიეს აშშ-ში, სამკაულის გამოფენაზე. ამ შანსს, რა თქმა უნდა, ხელიდან ვერ გავუშვებდი და გავემართე ამერიკისკენ. თავიდან, ლოს-ანჯელესში ცხოვრება საკმაოდ რთული იყო, ბევრ დაბრკოლებას და სტრესს გადავაწყდი. ყველაფერი უცხოდ და უცნაურად მეჩვენებოდა და საკმაოდ გამიჭირდა აქაურობასთნ შეგუება, მაგრამ ბრენდზე ყოველთვის ვმუშაობდი და ვცდილობდი საიტი ინფორმაციითაც გამემდიდრებინა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მოვახერხე რამდენიმე კოლექციის შექმნა და პატარა მაღაზიებში გამოფენა. ასევე, მხოლოდ საქართველოში მცხოვრები მომხმარებლებისთვის შევქმენი ონლაინ მაღაზია, სადაც, მსურველებს შეუძლიათ, ჩემი ნამუშევრების დათვალიერება და შეძენა.

 

ამერიკული ჟურნალის გარეკანზე…

 

როდესაც ახალ კოლექციებს ვქმნი მაქვს კოლაბორაციები ლოკალურ არტისტებთან. ვცდილობთ, ჩემი სამკაულის, მაკიაჟისა და სამოსის დახმარებით შევქმნათ კრეატიული ვიზუალები და ერთობლივი, საინტერესო არტი. ერთ-ერთმა ასეთმა მცდელობამ ჟურნალის გარეკანზე ამომაყოფინა თავი, რაც დღემდე უცნაურად მეჩვენება. ყველაფერი კი ასე მოხდა: სანამ Kelistones.store-ს ჩავუშვებდით, სამკაულის მინი კოლექცია გავაკეთე და აქაურ ფოტოგრაფებს დავეკონტაქტე კოლაბორაციისთვის. ერთ-ერთი ფოტოგრაფი გამომეხმაურა, მოეწონა ჩემი იდეები და ნამუშწვრები. ფოტოსესიის შემდეგ, ფოტოები ჟურნალში გაიგზავნა და მარტის თვის გარეკანად ჩემი ფოტო გადაწყდა.

 

-70 კგ და ჯანსაღი ცხოვრების წესი…

 

ლოს-ანჯელესში ცხოვრების მეორე წელს, ნელ-ნელა დავიწყე ცხოვრების რიტმის შეცვლა: ჩემს თავს ვასწავლე ჯანსაღი კვების მეთოდები და სხვადასხვა საჭირო ვარჯიშები. საკმაოდ ნელი ტემპით და ზედმეტი სტრესის გარეშე, მოვახერხე 70 კილოგრამის დაკლება და დღეს, ვერც კი წარმომიდგენია სხვანაირად, საერთოდ, როგორ ვცხოვრობდი. ძალიან შემიყვარდა საკვების მზადება, თავის მოვლა და ვარჯიში.

 

ყოველდღიური რუტინა…

 

ბევრს ვმუშაობ სამკაულზე, ახალ კონცეპტებზე. ვცდილობ ნატურლური ქვების გამოყენებით, შევქმნა საინტერესო სამკაული, როგორც “ქეჟუალი” ასევე, ექსკლუზიური. მინდა, რომ მომხმარებელმა არამხოლოდ ქვა, არამედ, ხელოვნების ნაწილი შეიძინოს. ეს ორი ერთნაირად მიყვარს და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ მათი გაერთიანება და საინტერესო პროდუქტის შექმნა შესაძლებელია. სხვა მხრივ, საკმაოდ ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს. მივყვები ყოველდღიურ რუტინას, რომ მაქსიმალურად პროდუქტიული ვიყო. გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახის წევრები ბიზნესში ვართ ჩართულები, დღის განმავლობაში დიდხანს ვსაუბრობთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენსა და საქართველოს შორის 13 საათიანი დროის სხვაობაა.

KeliStones ბრენდი დაახლოებით ათი წელია არსებობს. ბოლო ოთხი წელია მარი დუა ამერიკაში, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და მოღვაწეობს. როგორც თავად ამბობს, საქართველოში დიდი წარმატების მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ არის ლიმიტები, რის შემდეგაც განვითარება ძალიან რთული ან შეუძლებელია. ამ ეტაპზე, KeliStones ახალ კოლექციაზე და ერთ საიდუმლო პროექტზე მუშაობს.

ავტორი: მზეკო ჟვანია. იტალია. რომი

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 “იტალიური სინდრომი” - დაავადება, რომლითაც ემიგრანტი ქალბატონები იტანჯებიან - ინტერვიუ ფსიქოკონსულტანტ ნონა მაჭარაშვილთან

📌 პიზის ქართული საკვირაო სკოლა, პატარა ქართველებისთვის, სწავლას განაახლებს

📌 ვენეციის ღვინის ფესტივალში მონაწილეობას ქართველი სომელიეებიც მიიღებენ

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1695968999

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს? - 29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი პრობლემა, რომელზედაც დიდი ხანია მუშაობთ, შესაძლოა დღეს წარმატებით მოგვარდეს. სავარაუდოდ, მისი გადაჭრის გზა ძალიან გაგაოცებთ, მაგრამ შედეგი სასიამოვნო და სასურველი იქნება. საყვარელი საქმიანობა და...

ჰოროსკოპი

1695911282

ბიზნესი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა - რამდენად შეიძენთ 29 სექტემბერს უცხოურ ვალუტას

28 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა.  კურსის ცვლილებამ 0.54 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6832 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკი...

ახალი ამბები

1695899918

სპორტი

კვარას დაბრუნება!

27 სექტემბერს სერია A-ს მეექვსე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „უდინეზე“-ს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა, ნეაპოლელთა ქართველ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას კი ბრწყინვალე მატჩი ქონდა.  როგორც მოსალოდნელ...

Kvara

1695817612

საქართველო

საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დასკვნა, სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება

ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დასკვნასა და 12 რეკომენდაციის შესრულების ანგარიშს 31 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი...

ევროკავშირი

1695801600

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს? - 27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი ამ დღეს გირჩევთ, მიმდინარე პრობლემები მოაგვაროთ, რადგან უახლოეს დღეებში ამისთვის ვეღარ მოიცლით. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია უთანხმოება - მათ ხშირად თქვენი სიტყვები და ქმედებე...

ჰოროსკოპი