როგორ შეგიძლიათ მიიღოთ იტალიის მოქალაქეობა

იტალიის ტერიტორიაზე ქართველ ემიგრანტთა რაოდენობის შესამჩნევი მატებისა და საკითხისადმი გაზრდილი ინტერესის გამო, გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის აქვს უფლება მიიღოს აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობა. იტალიის მოქალაქეობის მიღება არც ისე მარტივი და საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ამ სტატიაში გაგაცნობთ, თუ რა შემთხვევაში გასცემს იტალია მოქალაქეობას და რა რეკვიზიტებია საჭირო.

პირველი და ყველაზე ბუნებრივი მოტივი, მოქალაქეობის დაბადების ადგილის მიხედვით მიღებაა და ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მშობელი მაინც არის იტალიის მოქალაქე. დაბადების ადგილის მიხედვით ბავშვს ენიჭება იტალიის მოქალაქეობა არაიტალიელი მშობლების შემთხვევაშიც, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ბავშვის მშობლების ვინაობა უცნობია, ან მიატოვეს და არც ერთი ქვეყნის მოქალაქედ არ ფიქსირდება. ასევე ბავშვს აქვს უფლება მიიღოს იტალიის მოქალაქეობა, თუ მას იშვილებს იტალიის მოქალაქე სანამ პირს 18 წელი შეუსრულდება.

ახლა, გადავიდეთ მთავარ საკითხზე. რა შემთხვევაში შეუძლია მიიღოს მოქალაქეობა ზრდასრულმა უცხოელმა. იტალიის კანონმდებლობის მიხედვით, არსებობს ორი გზა: ეს შეიძლება მოხდეს იტალიის მოქალაქესთან ქორწინების საშუალებით და მეორე - ჩაწერის მიხედვით.

ამგვარად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც დაქორწინებულია იტალიის მოქალაქეზე, შეუძლია მოითხოვოს იტალიის მოქალაქეობა: ქორწინებისა და თანაცხოვრების ორი წლის თავზე, მაგრამ თუ წყვილს ჰყავს საერთო შვილი, თუნდაც აყვანილი, მაშინ ქორწინების ერთი წლის თავზე. თუ პირი ცხოვრობს საზღვარგარეთ, მაგრამ წყვილს ჰყავს საერთო შვილი , განცხადება მოქალაქეობის მიღების თაობაზე შეიძლება გაკეთდეს, ქორწინებიდან 18 თვის შემდეგ, შვილის არ ყოლის შემთხვევაში - სამი წლის თავზე. რა თქმა უნდა, ამ პერიოდის განმავლობაში წამოწყებული არ უნდა იყოს სამართლებრივი საქმე გაყრის შესახებ.

რაც შეეხება მოქალაქეობის მიღების უფლებას ჩაწერის მიხედვით, შეუძლია პირს, რომელიც დაბადებულია იტალიაში და ცხოვრობს ლეგალურად ბოლო სამი წლის განმავლობაში; ასევე წარმოშობით იტალიელს, რომელიც დაიბადა და ცხოვრობდა სხვა ქვეყანაში, მაგრამ იტალიაში ლეგალურად ცხოვრობს ბოლო სამი წლის განმავლობაში; სრულწლოვან პირს, რომელიც შვილად იქნა აყვანილი იტალიის მოქალაქის მიერ და ლეგალურად ცხოვრობს იტალიის ტერიტორიაზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში; დევნილის სტატუსის მქონე პირს, რომელიც ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრობს ბოლო ხუთი წელია და ბოლოს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც იტალიაში ლეგალურად ცხოვრობს ბოლო ათი წლის განმავლობაში.

განცხადების გაკეთება ხდება ონლაინ, შემდეგ მისამართზე https://cittadinanza.dlci.interno.it და ბოლო ცვლილებებით, აუცილებელია გქონდეთ SPID (ციფრული იდენტობის საჯარო სისტემა).

განაცხადის გასაკეთებლად საჭირო დოკუმენტაცია:

1. 16 ევროიანი საშემოსავლო მარკა, იგივე Marca da bollo

2. დაბადების მოწმობა, ნათარგმნი, აპოსტილით დამოწმებული და ლეგალიზებული იტალიის საელჩოს მიერ

3. ნასამართლობის ცნობა საქართველოდან, ასევე ნათარგმნი, დამოწმებული და ლეგალიზებული

შენიშვნა: თუ პირი ცხოვრობდა სხვა ქვეყნებში, აუცილებელია ნასამართლობის ცნობა ამ ქვეყნებიდანაც

4. პასპორტისა და პირადობის მოწმობის ასლები

5. იტალიაში ბინადრობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის (Permesso di soggiorno) ასლი, რომელსაც ვადა ჯერ არ გასვლია

6. იტალიაში ჩაწერის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ე.წ. Residenza-ს  სრული ისტორია

7. ავტოსერთიფიკატი ამჟამინდელი ოჯახური მდგომარეობისა და ნასამართლობის შესახებ, რომელიც შემდეგ გადამოწმდება ბაზაში პრეფექტურის მიერ

8. ბოლო სამი წლის შემოსავლები, იგივე 730, CUD, UNICO, იმის მიხედვით, თუ რა ტიპის სამსახურში მუშაობს პირი

შენიშვნა: ოჯახებში დასაქმებულმა პირებმა ასევე უნდა წარადგინონ ამონაწერი INPS-დან

9. იტალიური ენის სერტიფიკატი დონე B1. ეს არ ეხებათ იტალიაში მუდმივი ბინადრობის მქონე პირებს

10. გადახდის ქვითარი, 250 ევროს ოდენობით

რაც შეეხება ქორწინების მოტივით იტალიის მოქალაქეობის მოთხოვნას, ამ შემთხვევაში არ გეხებათ შემოსავლების დეკლარაციის წარდგენა, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილ საბუთებს ემატება ქორწინების მოწმობისა და მეუღლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები.

იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებასთან ერთად, გსურთ შეინარჩუნოთ საქართველოს მოქალაქეობაც, ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებამდე, საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებთ თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. ამის შესახებ, განცხადება უნდა დაწეროთ იუსტიციის სახლში ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში, ხოლო თუ საზღვარგარეთ იმყოფებით, უნდა მიმართოთ საქართველოს საელჩოს საკონსულო განყოფილებას.

მოამზადა ნინა მამუკაძემ

ესეც დაგაინტერესებთ:

როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა იტალიაში და შეგვიძლია თუ არა ქართული მართვის მოწმობის კონვერტირება

არალეგალი მიგრანტებისთვის იტალიამ Green pass-ი დაუშვა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716105573

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ამ გადაწყვეტილებით ზურაბიშვილმა დაადასტურა რომ ის ემსახურება რადიკალიზმს

„ამ გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ის ემსახურება რადიკალიზმს“, - განაცხადა პრეზიდენტის ვეტოს შეფასებისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. „დიალოგის მომხრე არ არის...

ააა

1716102575

ახალი ამბები

მკვლელობა სამეგრელოში - ერთი მოკლული და 2 დაჭრილი

სენაკის მუნიციპალიტეტში, გორის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ერთი ახალგაზრდა კაცი და დაჭრილია 2 პირი. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. „exclusivetv“ დამატებით დეტალებს შინაგა...

პოლიცია

1716102085

სოციალური მედია

„ჩვენ „ხევისბერ გოჩაზე “ და „სტუმარ-მასპინძელზე” გავიზარდეთ, თქვენ გიული ალასანიას ისტორიაზე... ოჯახი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ცოლი და ქმარი...“ - რას წერს ნათია ბერიძე

ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ოჯახის სიწმინდის დღეზე საუბრობს. „ოჯახი მარტო ცოლი და ქმარი რომ არ არის,ალბათ ეს იმ ადამიანებმა არც კი იციან , ვინც გუშინდელ შეკრებებს მთ...

 ნათია ბერიძე

1716099841

სოციალური მედია

„თბილები და ტკბილები, საოცარი კადრებია“ - ზურიკო დავითაშვილისა და მისი ვაჟის კადრები სტადიონიდან

ზურიკო დავითაშვილმა 18 მაისს შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და საფეხბურთო კლუბ „პოს“ გოლი გაუტანა, იგი „ბორდოში“ საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ემოციურ კადრებს სტადიონიდან სოციალურ ქსელში Geo Team სოციალურ ქს...

 ზურიკო დავითაშვილი

1716065054

ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, გადაწყვეტილება მშვიდად და აუჩქარებლად უნდა მიიღოთ. საკუთარ თავს ფიქრისა დ...

ჰოროსკოპი