დიმიტრი ხუნდაძე: კითხვის დასმა, არ არის თავდასხმა - ეს არის დასავლური ღირებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი

"კითხვის დასმა, ვფიქრობ, არ არის თავდასხმა. ეს არის დასავლური ღირებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი",- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი კობახიძისა და მთავარი არხის ჟურნალისტს შორის მომხდარ დაპირისპირებას, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

როგორც ხუნდაძე წერს, ამ მაგალითზე კელი დეგნანისთვის დასმული კითხვები გაახსენდა, რომელიც ამ დრომდე პასუხგაუცემელია.

ახლა კი ხუნდაძის თქმით, დროა ივანიშვილმა უპასუხოს შეკითხვას, იყო თუ არა ომის შემდგომ, ასეთი შეხვედრა აშშ-ს ელჩთან.

"ამერიკასა და ევროპაში კითხვები ისმება და კითხვებზე სცემენ პასუხს.

ასე რომ, საქართველოში დასმული კითხვებიც არ უნდა იქნეს აღქმული თავდასხმად და ამ კითხვებს სჭირდება პასუხი.

ის, რაც მიუღებელია ამერიკაში - მაგალითად, ხელისუფლება იცვლებოდეს ხელოვნურად რევოლუციური სცენარების გზით -  ეს მიუღებელია, რა თქმა უნდა, საქართველოშიც.

მაგალითად, ის, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების რევიზია არ უნდა ხდებოდეს საელჩოებში. მსგავსი რამ, ვფიქრობ, არ ხდება არც ამერიკაში და არც ევროპაში.

რა თქმა უნდა, არ უნდა ხდებოდეს საქართველოში.

ასე რომ, კითხვების დასმა - ეს არ არის თავდასხმა და ვფიქრობ, რომ პოლიტიკური კეკლუცობის დრო არ არის და უფროსი ძმის უმცროსთან ურთიერთობა ჩვენ დავასრულეთ.

გვახსოვს ეს ძალიან მწარედ რუსეთთან ურთიერთობაში. 

ასე რომ, შემოთავაზებული, სახეცვლილი დასავლური ურთიერთობები, ვფიქრობ, რომ ორმხრივ თანამშრომლობას აზიანებს და ეს ხელს აძლევს მხოლოდ რუსეთს.

ასე რომ, ეს არ არის ანტიდასავლური, - ეს არის ანტირუსული მსჯელობა და ვფიქრობ, უპირველესად და უპირატესად ემსახურება ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთოებას, რაც დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ჩვენ ამ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხს ველოდით კელი დეგნანისგან, მაგრამ როგორც სხვა კითხვებზე ვერ მივიღეთ პასუხი, ვერ მივიღეთ პასუხი ამ კითხვაზეც.

მან თავი აარიდა.

ასე რომ, ჩვენ გვინდა გავიგოთ პასუხი ახლა უკვე ბატონი ბიძინასგან - იყო თუ არა ომის შემდეგ ამგვარი შეხვედრა და, თუ იყო, რა თემებზე იყო იქ საუბარი",- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ჩემი ოჯახი ახლა უსაფრთხოდ არ არის, გვისმენენ, გვიყურებენ... დაგვეხმარეთ“ - სოსო გოგაშვილის შვილი საელჩოებს მიმართავს

🔵 ოპოზიციონერი დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრს - „სრულიად მიუღებელია დუმილი და უმოქმედობა, ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსიის საკითხზე“

🔵 „თბილისური დღეები მილანში“ - საგრანტო პროგრამის ფარგლებში პროექტის გამარჯვებული იტალიაში ინგა მჭედლიშვილი გახდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714145474

ახალი ამბები

ავარია თემქაზე - არიან დაშავებულები

თბილისში, თემქაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად არიან დაშავებულები. ადგილზე სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული და დაშავებულებს შესაბამისი დახმარება იქვე გაუწიეს.  თვითმხილველ...

ავარია თემქაზე

1714143599

სოციალური მედია

„და მართლაც beatles-ებზე მეტად მიყვარხარ ბა“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნატალია ყიფშიძე ხმაურიანი კომენტარის შემდეგ?

25 აპრილს, მსახიობმა ზურა ყიფშიძემ, სოციალურ ქსელში შვილიშვილი, ნატალია ყიფშიძე საჯაროდ გააკრიტიკა, როგორც ჩანს ზურა ყიფშიძის გაღიზიანება შვილიშვილის პოლიტიკურმა შეხედულებებმა გამოიწვია.  „ვაი მე! სად...

ნატალია და ზურა ყიფშიძე

1714142251

საზოგადოება

„კარგად მახსოვს, როგორ დავიწყეთ და ჩაერთო უამრავი ადამიანი მის მშენებლობაში“ - რას წერს თიკო ჩხეიძე

მოდელმა თიკო ჩხეიძემ სოციალურ ქსელში ტაძრის ფოტოები გაავრცელა, რომელიც თავისი გარდაცვლილი შვილის სახელზე აშენდა. ტატა 11 წლის ასაკში დაიღუპა. „ეს კი ტატას სახელზე აშენებული ტაძარია, მადლობა უფალს, მის...

თიკო ჩხეიძე

1714140047

სპორტი

„კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გაგრძელება არ სურს, რადგან „ბარსელონა“ იწვევს“ - Gazetta dello Sport

„ნაპოლის“ ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე უარს ამბობს, „ბარსელონა“ ვითარებას აკვირდება. ქართველმა ვარსკვლავმა, შესაძლოა, კლუბი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს...

ააა

1714139658

ახალი ამბები

„ხანდახან ცხენს მეძახიან, იმდენს ვმუშაობ...“ - სალომე ჭაჭუა

სალომე ჭაჭუა ერთ-ერთი პოპულარული პროფესიონალი მოცეკვავეა, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჭაჭუამ ლათინო-ამერიკული ცეკვის კარიერა საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყო. წლებია მას საზოგადოება...

სალომე ჭაჭუა