დღეს მზის დაბნელებაა - დაიმუხტეთ დადებითად, მეტი ილოცეთ და დაფიქრდით თქვენს თავში, თუ რა გიშლით ხელს წინსვლისთვის!

დღეს მზის დაბნელებაა, ასტროფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე რჩევებს გვაძლევს და სოციალურ ქსელში წერს:

"დღეს მზის დაბნელებაა! გეტყვით, რომ დაბნელების პროცესი დაიწყება თბილისის დროით 19:42 საათზე, პიკი იქნება 22:17 საათზე, ბოლო აკორდი და დასრულება გველის 00:52 საათზე.

მზის დაბნელება იქნება ვერძის ზოდიაქოს 19°24′ გრადუსზე! ეს უკანასკნელი მოვლენა, მთვარის ციკლებიდან ემთხვევა ყოველთვის ახალმთვარეობას.

მიაქციეთ ყურადღება, რომ ცის კაბადონზე ახლა ექსპანსიის მმართველი პლანეტა იუპიტერი და მოულოდნელობებით აღსავსე ურანი ჩახუტებულები არიან ერთმანეთთან, ამიტომ აპრილის თვე სავსეა უცაბედი წინსვლებითა და ამავდროულად არასტაბილურობით, ეკონომიკური პროგრესით და გარკვეული გაცემებით.

პიკის მომენტში მზე მიერთებულია მერკურიზე, მერკური კი რეტროგრადულია, ამიტომ ეცადეთ რომ გაუგოთ ერთმანეთს და დრო უაზრო კონფლიქტებში არ გალიოთ. ერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს, შეჯიბრებებს და ზედმეტ სიფიცხეს, გადაჭარბებულ სისწრაფეს და ცეცხლსასროლ იარაღებთან ურთიერთობას.

სხვათა შორის, მზე ამ დროს ასტეროიდ ქირონზეა მიერთებული, ამიტომ ბევრი ადამიანი შეიძლება განიკურნოს ან გვევალებოდეს საკუთარ მანკიერ თვისებებზე პირდაპირ მუშაობა და ამისთვის დროც ხელს უწყობდეს.

დაბნელებას მკაფიოდ იგრძნობს მსოფლიოდან დასავლეთის მხარე, გამოსაყოფია შეერთებული შტატები. ნუ, ეს გასაკვირი სულაც არაა, რადგანაც მათ  პოლიტიკური თვალსაზრისითაც მეტად დაძაბული თვეები ელოდებათ და სამზადისი აქვთ არჩევნებისთვის. სხვა ყველაფერს კი ეტაპობრივად საკუთარი თვალით ვიხილავთ.

არაა რეკომენდირებული ამ დღეს ბევრი სიარული და მზისადმი მკაფიოდ ყურება. ისედაც დიდი ენერგია მოძრაობს მაგ მომენტში  სამყაროში.

მზის დაბნელება მაქსიმუმ 6 თვიანი პროცესია, ამიტომ გაწერეთ, რაც გსურთ რომ შეასრულოთ, დაიმუხტეთ დადებითად, მეტი ილოცეთ და დაფიქრდით თქვენს თავში, თუ რა გიშლით ხელს წინსვლისთვის ...

ერიდეთ ეს ორი დღე მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებასაც", - წერს გიორგი ლობჯანიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714492558

ახალი ამბები

14 წლის აითაჯ შახმაროვას დედა პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით მიმართავს

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში მსჯავრდებული დედა, ეგანა მაგარამოვა და მისი ადვოკატი, ალი ბადიროვი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბ...

აითაჯ შახმაროვა

1714490374

სოციალური მედია

„ჩემო ერთადერთო, ჩემო ანგელოზო...“ - ვინ არის ბათუმში გარდაცვლილი ბიჭი?

რამდენიმედღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად, ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებული 17 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. ცხედარს იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაკვლიეს.  გარდაცვლილის და, სოციალურ ქსელში სტატუსს...

დიანა გაბაიძე.

1714489602

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: სიყალბეზე, რომელსაც ოპოზიცია მუდმივად ავრცელებს, ვინმემ ბოდიში მოიხადა?

ოპოზიციას არჩევანი დაუწუნა „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა და პარლამენტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით იხილება, მათ წ...

მიხეილ ყაველაშვილი

1714486127

სოციალური მედია

- 14 კილო - რა ფოტოს აქვეყნებს მაია ასათიანი?

ტელეწამყვანი მაია ასათიანი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია სატელევიზიო სივრცეში აღარ ჩანს, სოციალურ ქსელში ხშირად აქტიურობს. იგი ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ამჯერად აქვეყნებს ფოტოს...

მაია ასათიანი

1714482823

სოციალური მედია

„საქართველო ევროპაა, ენა, მამული, სარწმუნოება“ - დათო ოქიტაშვილი

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საქართველო ევროპაა. ის ასევე უერთდება სლოგანს - ენა, მამული, სარწმუნოება.  „ქვეყანა, რომ...

ააა