"თუ ადამიანი მოიხმარს დღეში 4 ჭიქა ყავას, ამ შემთხვევაში 16 % – ით მცირდება სიკვდილიანობა" - რას გვირჩევს გიორგი ღოღობერიძე

ყავის რა რაოდენობაა დღიური ნორმა და არის თუ არა ის სასარგებლო ორგანიზმისთვის -  ბიოქიმია - ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე ამ საკითხზე თავის მოსაზრებას გვიზიარებს.

"არსებობს გარკვეული დოზები, 400 მლ გრამი არის დღიური ნორმა.თუ სვამთ ნალექიან ყავას, ამ შემთხვევაში, 1 ჭიქა შეიცავს 100 მლ გრამს, ესპრესო50–80 მლ გრამს, მწვანე ჩაი – 25 მგ, გაზიანი სასმელი – 40 მგ, ენერგეტიკული სასმელი – 80 მგ, ცხელი შოკოლადი – 5 მგ.

გამოდის, ყავის 3–4 ჭიქის მიღება დღიურად ნორმის ფარგლებში ჯდება. ამ შემთხვევაში, კოფეინი არ არის საზიანო, პირიქით, სასარგებლოც კია.

რა სარგებელის მოტანა შეუძლია კოფეინს ორგანიზმისთვის?

2014 წლის შემაჯამებელი კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ თუ ადამიანი მოიხმარს დღეში 4 ჭიქა ყავას, ამ შემთხვევაში 16 % – ით მცირდება სიკვდილიანობა, 21% – ით უმცირდება გულის დაავადებების რისკი. მაგალითად, გულის უკმარისობის მქონე ადამიანებისთვის შეიძლება სასარგებლოც კი გამოდგეს ყავის მიღება, რადგან ყავა კარგი შარდმდენი საშუალებაა და გულის უკმარისობის დროს კი სწორედ წყლის დაგროვება ხდება.

მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი მიიღებს 5 ჭიქასა და მეტ დოზას, ამ შემთხვევაში იზრდება სხვადასხვა რისკ ფაქტორები. თუ ადამიანი დღეში მოიხმარს 1000 მგ და მეტს, ის ხდებაგაღიზიანებული, აწუხებს უძილობა, თავის ტკივილი, გახშირებული გულისცემა.

ყავის მიღება სასურველი არ არის, თუ საქმე ეხება 50 წელს გადაცილებულ ადამიანს. განსაკუთრებით ქალებს, რადგან ამ ასაკის შემდგომ მაღალია ძვლების მოტეხილობის რისკი. ასევე, თუ გაწუხებთ გულძმარვა და წვა გულის არეში, ყავის მიღება რეკომენდირებული არ არის.

თუ ადამიანი დღეში სვამს ყავის დაშვებულ დოზას არტერიული წნევა არ იზრდება.

ყავა არის შარდმდენი და შეუძლია შეამციროს კალიუმის რაოდენობა ორგანიზმში, ამან კი შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, სუნთქვის გაძნელება, მიდრეკილება არითმიებისკენ.

მთავარია ყველაფერში დაიცვათ ზომიერება. ეს არის ერთ–ერთი მთავარი ფაქტორიყველაფრში. გისურვებთ ჯანმრთელობას" - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714482043

საზოგადოება

„ეროვნულ ინტერესებს არ ანაცვალებთ არაფერს - ეს დავალება შესრულდება“ - მდინარაძე

„ქართველმა ხალხმა გუშინ დაგვიკვეთა და გვითხრა, დიახ, თქვენ მიიღებთ კანონს ოჯახური ღირებულებების შესახებ, თქვენ მიიღებთ კანონს გამჭვირვალობის შესახებ და ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს დაარქმევთ თავის სა...

პოლიტიკოსები

1714481065

საზოგადოება

სანადირო ხრახნილლულიანი, მათ შორის, კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღის სავალდებულო ბალისტიკური შემოწმების ვადად 2024 წლის 1-ელი აგვისტო განისაზღვრა

„სანადირო ხრახნილლულიანი, მათ შორის, კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღის სავალდებულო ბალისტიკური შემოწმების ვადა გახანგრძლივდა და განისაზღვრა 2024 წლის 1-ელი აგვისტო“, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამ...

იარაღიიარაღი

1714480652

სოციალური მედია

ირაკლი ჟვანიას სოცქსელებში პოპულარობის საიდუმლო

ფიტნესინსტრუქტორი, კონტენტ-კრეატორი  ირაკლი ჟვანია გადაცემის „პოსტ ალიონი“ სტუმარი იყო, სადაც მან პოპულარობის საიდუმლოზე ისაუბრა. როგორც თავად ამბობს, საზოგადოების მოწონება იმით დაიმსახურა, რომ მისი ყ...

ირაკლი ჟვანია

1714479316

ახალი ამბები

„ნაცმოძრაობის“ ამჩატებული პოლიტიკის შედეგად, დღეს სახეზე გვაქვს 20% ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების“ - ლევან მაჭავარიანი

„ნაცმოძრაობის“ ამჩატებული პოლიტიკის შედეგად, დღეს სახეზე გვაქვს 20% ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების და აქედან, სულ რაღაც 2 თვეში მოხდა სამარცხვინო, მოღალატეობრივი რეზოლუციის მიღება, რომელზედაც ხელი „ნა...

დეპუტატი ლევან მაჭავარიანი

1714474536

ახალი ამბები

ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს

რამდენიმედღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად, ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებული ბიჭის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაადასტურეს. ამავე ცნობით, ცხედარს იახტკლუბის მიმდ...

ააა